ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, სოფლის მეურნეობის კუთხით, მესაქონლეობა საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
თუმცა, დღეის მდგომარეობით, მესაქონლეობის რენტაბელურობა მინიმალურ ნიშნულზეა. წველადობის საშუალო დღიური მაჩვენებელი 6-7 ლიტრია. ეს, რა თქმა უნდა, არაპროპორციული შედეგია იმ შრომითი თუ ფინანსური დანახარჯების, რომელსაც მოსახლეობა ამ კუთხით ეწევა.
ამ შემთხვევაში მრავალ ხელისშემშლელ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია პირუტყვის დაკნინებული ჯიშობრივი მაჩვენებლები, რაც გამოიხატება მათ დაბალპროდუქტიულობაში.
ერთ-ერთი გზა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის შექმნა, რომლის დანერგვაც საკუთარ მეურნეობაში საშუალებას მისცემს ფერმერს, წინასწარ შერჩეული ნიშან-თვისების (მერძეული, მეხორცული, კომბინირებული) მქონე პირუტყვის ბიოლოგიური მასალით მოახდინოს კუთვნილი პირუტყვის განაყოფიერება. ეს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს ისეთი თაობა, რომლის წველადობაც იქნება მნიშვნელოვნად გაზრდილი, ადგილობრივი ჯიშის მაჩვენებლებთან შედარებით.
ამგვარი სანაშენე მუშაობის დანერგვა აუცილებელია, რადგან ჩვენი პირუტყვი დღეისათვის ჯიშობრივ განახლებას საჭიროებს. ესაა ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რომელიც მიმართულია ცხოველის მემკვიდრული თვისებების სასურველი მიმართულებით შეცვლისკენ.
ხელოვნური განაყოფიერების უმთავრესი უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ შესაძლებლობას იძლევა, საკუთარი პირუტყვის ჯიშობრივი ნიშან-თვისებები გავაუმჯობესოთ სასურველი მიმართულებით, რის შედეგადაც პროდუქტიულობა 2-ჯერ გაიზრდება. ყოველივე ეს კი პირდაპირ აისახება ფერმერის ეკონომიურ მდგომარეობაზე.
ამავდროულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირუტყვი დაცულია ისეთი საშიში დაავადებებისაგან, როგორიცაა ბრუცელოზი და ტუბერკულოზი. ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობა 4-5 წელიწადში ვლინდება, როდესაც ამ გზით გაჩენილი ფურების ახალი თაობა იწყებს პროდუქციის მოცემას.
ამ კუთხით აქტივობები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წლების წინ დაიწყო და უკვე მიღებულია მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი თაობები.
კარგ სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება მესაქონლეობაში ხელოვნური განაყოფიერების სერვისი. პირველ ეტაპზე მოხდება ვეტერინარი სპეციალისტის გადამზადება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაინტერესებული ფერმერების კუთვნილ მეურნეობაში ხელოვნური განაყოფიერების ჩატარება.
აღნიშნული მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრა 55 ლარით. ხელოვნური განაყოფიერების დანერგვის შემთხვევაში ფერმერი გადაიხდის 20 ლარს, ხოლო 35 ლარს – ვეტერინარის მომსახურეობის ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს და მოსახლეობის ფართო მასებისთვის აღნიშნული სერვისის ხელმისაწვდომობას განაპირობებს.
ნათია ბერაძე
ვეტერინარი ექიმი,
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში