ხარაგაულში სამუშაო ვიზიტით იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაზა მეფარიშვილი იმყოფებოდა. მან პარლამენტარ ნოდარ ებანოიძესთან, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანთან, გამგებელ კობა ლურსმანაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხარაგაულის კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ამის შემდეგ ისინი მოახლოებული ახალი წლის მისალოცად და დასაჯილდოებლად ოჯახში ეწვიენ ღვაწლმოსილ მასწავლებელს ენდი ბუაჩიძეს, ფარცხნალში მცხოვრებ უხუცესს ქეთო ბუაჩიძეს და დამსახურებულ მწვრთნელს ანზორ მაღრაძეს.
ღირსების ორდენით დაჯილდოებულ პედაგოგებთან გუბერნატორის შეხვედრა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. ამ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) და ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი მამა ფილიპე (აბაშიძე). დამსახურებულ პედაგოგებს საახალწლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისგან გადაეცათ ფულადი ჯილდოები.
საღამოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა წინასაახალწლო კაფე კონცერტით.
გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთობლივად, შერწყმულად მუშაობენ დეპუტატი, გამგეობა და საკრებულო. ერთობლივი მუშაობის შედეგიც სახეზეა. ის დამოკიდებულება, რაც მე მათ შორის დავინახე, არა მარტო დღეს, ვფიქრობ, საუკეთესო წინაპირობაა იმ სიახლეებისთვის, რაც გაკეთდა ამ მუნიციპალიტეტში და რაც დაგეგმილია მომდევნო წელს. აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივია, ყოველთვის არის რაღაც საკითხებში. თუმცა მთავარია, რომ ხარაგაულში ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელი – დეპუტატიც, გამგებელიც და საკრებულოს თავმჯდომარეც, – მოწადინებულია მხოლოდ იმისთვის, რომ იქნებ შედეგი დადგეს უკეთესი. ეს სამუშაო განწყობა სასურველი და მისაბაძია იმერეთის რეგიონის სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.“
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ