ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ზუმბაძის, ინფორმაციით, საბავშვო ბაღებისთვის შეიძინეს შვიდი სარეცხი მანქანა, ოთხი DVD, ოთხი მუსიკალური ცენტრი და ოთხი მაცივარი, ათი პლაზმური ტელევიზორი, ცხრა გაზქურა.
ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, ტექნიკა განკუთვნილია როგორც ახალი – ვარძიის, ვახანის, ლეღვანისა და კიცხის საბავშვო ბაღებისთვის, ასევე მოქმედი საბავშვო ბაღებისთვის.
„ტენდერი უკვე შედგა და თვის ბოლომდე
საბავშვო ბაღებს მიეწოდება თეთრეული, ლოგინი, სათამაშოები, წიგნები, სამზარეულოს ინვენტარი, პიანინოები. ავეჯი მთლიანად იცვლება მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში,“ – ამბობს ქეთევან ზუმბაძე. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ზვარეს საბავშვო ბაღსა და ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის რამდენიმე ოთახში. კეთილმოეწყობა #1 საბავშვო ბაღის ეზო.
ნინო კაპანაძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების