ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში, დღეს, 16 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორ მიმდინარეობს საქართველოში ნარჩენების მართვა, რა საკანონმდებლო რეგულაციები მოქმედებს ქვეყანაში, რა საერთაშორისო ვალდებულებები გვაკისრია, როგორია სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, – ამ საკითხებზე გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა, ბუნების მკვლევართა კავშირის წარმომადგენელმა ნუგზარ ბუაჩიძემ ისაუბრა.
პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგვა და მოსახლეობის პასუხისმგებლობის ზრდა. ამ მიზანს ეტაპობრივად – ნარჩენების დახარისხება-გადამუშავებით უნდა მივაღწიოთ.
კანონით დადგენილი ვალდებულებები აკისრია თვითმმართველობებს. ზედამხედველობის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი და დამნაგვიანებელი დააჯარიმოს. „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია დანაგვიანების ხარისხი და ჯარიმის ოდენობა.
2018 წლიდან საქართველოში ცხრა ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება. ეტაპობრივად გაუქმდება დღემდე მოქმედი 39 ნაგავსაყრელი.
ნუგზარ ბუაჩიძის ინფორმაციით, ხარაგაული ერთადერთი მუნიციპალიტეტია იმერეთში, სადაც სტიქიური ნაგავსაყრელების ნიადაგი არ შეუსწავლიათ. მისივე თქმით, წელს ხარაგაულში ერთ-ერთი სტიქიური ნაგავსაყრელის ნიადგის სინჯს აიღებენ.
სიახლე ის, რომ უახლოეს ხანში საქართველოს პარლამენტი ნარჩენებისგან მეორადი პროდუქციის მწარმოებლებზე გარკვეულ შეღავათებს დააწესებს.
ყველა მუნიციპალიტეტს 2017 წლის ბოლოს უნდა ჰქონდე ნარჩნების მართვის გეგმა. ნუგზარ ბუაჩიძე მიიჩნევს, რომ გეგმაში გაწერილი ღონისძიებები ნარჩენების დახარისხება-შემცირებას ხელს შეუწყობს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა შემუშავდეს მოსახლეობის მხრიდან ნარჩენების მოსაკრებელის გადახდის ეფექტური მექანიზმი.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.