

ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრი ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში საერთაშორისო სამოყვარულო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს.
„თამაში სიამოვნებისთვის“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომლის ორგანიზატორია ლიმბაჟის თეატრის რეჟისორი ინტა კალნინა. ფესტივალი 3-8 ივლისს გაიმართება. ხარაგაულის თეატრი ლიმბაჟში ფესტივალზე სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარდგება.
თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, წლევანდელ ფესტივალში ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, უკრაინის, დანიისა და გერმანიის სახალხო თეატრები მონაწილეობენ.
ხარაგაულის სახალხო თეატრი ლიმბაჟში მაყურებლის წინაშე პირველად 1990 წელს წარსდგა, მეორედ – 2015 წელს.
„უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით გამოვდივართ, – ამბობს რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, რომ ვნახავთ ევროპული თეატრების სპექტაკლებს და უცხოურ გამოცდილებას გავიზიარებთ.
ხარაგაულის სახალხო თეატრის ლატვიაში გამგზავრება სს „საქართველოს რკინიგზამ“ დააფინანსა. ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ამ საქმეში თეატრს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე დაეხმარა.
წარმატებები ვუსურვოთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი