დღეს, 13 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს.
საბიუჯეტო ცვლილება სოფელ გედსამანიის გზის რეაბილიტაციის დასასრულებლად თანხის დამატებამ და პროექტის – „პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება“ – დაფინანსებამ გამოიწვია.
გედსამანიის გზის რეაბილიტაციის დასასრულებლად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ნაშთი, 22 711 ლარი, გაიხარჯება.
პროექტის „პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება“ შესასრულებლად თანხა – 5 800 ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვას გადაეცა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ პროექტი „პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება“ მიზნად ისახავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პირად საკუთრებაში არსებული პირუტყვის ჯიშობრივ გაძლიერებასა და წველადობის მომატებას.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად აპრობირებულია პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება მეცხოველეობაში და რატომ არის ეს მეთოდი პრიორიტეტული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ვეტერინარ ნათია ბერაძის განმარტებით, „ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მუშაობის დაწყება აუცილებელია. ახლონათესაურმა შეჯვარებამ და სხვა პრობლემებმა პირუტყვის ჯიშიანობის დაკნინება გამოიწვია. ამან კი პირუტყვი ნაკლებ პროდუქტიული გახადა. ჩვენთან საშუალო წველადობა 6-10 ლიტრია, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
ხელოვნური განაყოფიერების სერვისის საჭირო აღჭურვილობის საერთო ღირებულება 3 ათასი ლარია. დანარჩენი თანხა ამ მიმართულებით სპეციალისტის გადამზადებას მოხმარდება. ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, პირველ თაობაში მიღებული ფურის საშუალო პროდუქტიულობა ორჯერ გაიზრდება,“ – ამბობს ნათია ბერაძე.
თამთა გოგოლაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.