

ევროკავშირთან აღებული ვალდებულების თანახმად, 2018 წლისთვის საქართველოში ფერმერთა რეესტრი უნდა შეიქმნას. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად აქტიურად მუშაობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერთა რეესტრის შექმნის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტროში გარკვეული სახის მონაცემთა ბაზები უკვე არსებობს. შექმნილია მცირემიწიან ფერმერთა, სახელმწიფო პროექტებით მოსარგებლე ფერმერთა, ასევე მევენახე ფერმერთა ბაზები, თუმცა არ არსებობს ფერმერთა ერთიანი ბაზა, რომელიც ფერმერთა შესახებ უფრო სრულყოფილ სურათს წარმოაჩენს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს მონაცემთა ისეთი რეესტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნების და არსებული რეალობის გათვალისწინებით იქნება შექმნილი.
სამინისტროში ამ თემაზე გამართულ შეხვედრაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა საქართველოში ფერმერთა რეესტრის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ასპექტის გათვალისწინება, რათა ის ბაზა, რომელიც შეიქმნება, იყოს განახლებადი და ცოცხალი დოკუმენტი, რომელშიც ფერმერთა შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიზნობრიობასთან შესაბამისობაში აისახება.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის