სად და როგორ პირობებში უნდა შევინახოთ მოწეული თაფლი, – ამის შესახებ ხარაგაულელი მეფუტკრე ლაშა გურგენიძე გვირჩევს:
-სამწუხაროდ, აკაციის ყვავილობისას წელსაც ცუდი ამინდები დაიჭირა, მაგრამ რა მოსავალიც მივიღეთ, უნდა მოვუაროთ. აკაციის თაფლი ფუტკრის გამოსაზამთრებლად საკმაოდ კარგია. ამიტომ პირადად მე ჭარბი თაფლი, – რაც ფუტკარმა მაღაზიასა და საკუჭნაოში დააგროვა, ამოვაცალე; დანარჩენი სკაში დავუტოვე.
3 ივნისიდან წაბლის თაფლზე ღალიანობა დაიწყო. წაბლის თაფლი გამოირჩევა საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში და სამკურნალოდ.
ხარაგაულის თაფლი ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. ამიტომ მნიშვნელოვანია წესების დაცვა თაფლის შენახვისას.
ნესტიან პირობებში თაფლი წყალდება. ამიტომ მისი შენახვა სარდაფში არ არის რეკომენდირებული. თაფლს არც სხვენი უხდება, +20 გრადუსზე ზემოთ თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს. თუ ძალიან მშრალ ადგილზე შევინახავთ, სადაც მუდმივად ორპირი ქარია და მზე აცხუნებს, ჩაიშაქრება. ამიტომ თაფლის შესანახი ადგილი მეფუტკრემ ამ პირობების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს.
თაფლი აუცილებლად უჟანგავ ჭურჭელში უნდა მოთავსდეს. ძალიან კარგია მინის ჭურჭელი ან ისეთი პლასტმასის, რომელიც არ შედის თაფლთან რეაქციაში. თაფლის შენახვა კარგია სპეციალურ რეზერვუარში, რომელიც ძვირადღირებულია.
ამიტომ არის კოოპერატივი საჭირო და აუცილებელი, – სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მეპაიეები თაფლის შესანახი ჭურჭლის შეძენას შეძლებენ. ამ რეზერვუარებში თაფლის თვისებებბი სრულად ნარჩუნდება. პირველ რიგში, ქართველ მომხმარებელს მივაწვდით საუკეთესო ხარისხის თაფლს და მერე – ევროკავშირის ბაზარს.
უმჯობესია, წაბლის თაფლი ცალკე გამოვხადოთ.
მომდევნო წერილში ფუტკრის შემოდგომისთვის მომზადების თაობაზე ვისაუბრებთ.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.