ხვალ, 6 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, საქართველოს ფერმერთა რიგით მესამე კონგრესი გაიმართება.
კონგრესზე მოწვეულია ქვეყნის ცხრა რეგიონის 141 ფერმერი დელეგატი, რომლებიც შეხვდებიან სოფლის მეურნეობის სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ ოფიციალურ პირებს და გამართავენ დიალოგს სოფლის მეურნეობის სფეროს გამოწვევების შესახებ.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი პროექტის -„ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ – ფარგლებში, ოქსფამისა და მისი პარტნიორი ორგნიზაცია „ელკანას“ ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
წლევანდელ კონგრესზე განიხილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და მათი გამოწვევები, მცირე/ოჯახური მეურნეების ბაზრებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერები და ამ გამოწვევების მოგვარების გზები.
2017 წლის ფერმერთა კონგრესს 250 მონაწილე დაესწრება, რომელთა შორის იქნებიან როგორც მცირე მეურნეები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ქალი ფერმერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსის (GAARD) წევრები და სამოქალაქო სექტორი, ასევე ოფიციალური პირები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და მათ დიალოგს.
კონგრესზე განხილულ საკითხებს შორის აქცენტები გაკეთდება, თუ რა გამოწვევებსა და პერსეპექტივებს უნდა ელოდნენ მცირე/საოჯახო მეურნეები და კოოპერატივები ბაზარზე ხელმისაწვდომობის კუთხით და რა საინვესტიციო, საკრედიტო და სუბსიდირების რესურსები არსებობს მცირე/საოჯახო ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის. კონგრესზე ასევე მოკლედ მიმოიხილავენ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეახსენებენ, რომ შარშან ფერმერმა დელეგატებმა დისკუსიებზე დაყრდნობით შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებს (პრემიერ მინისტრის ოფისს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტს) შემდგომი რეაგირებისათვის.
კონგრესის მსვლელობის დროს გაიმართება ლაივსტრიმი ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდზე. დაინტერესებულ პირებს ლაივსტრიმის საშუალებით შესაძლებობა მიეცემათ თვალი ადევნონ კონგრესის მსვლელობას პარარელურ რეჟიმში.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.