დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული ცამეტი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის მიღება გაიმართა. მათ გამარჯვება გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩამ მიულოცეს.
გამარჯვებულთა შორისაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავალისთვის“
პროექტი „პოლიეთილენი-დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.“
ორგანიზაციის დამფუძნებლისა და პროექტის ხელმძღვანელის, ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განთავსდება ალტერნატიული ურნები პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკებისათვის. მისივე თქმით, შეგროვებული ბოთლები და პარკები ხარაგაულში სპეციალური დანადგარით დაიპრესება და თბილისში გაიგზავნება.
ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 25 ალტერნატიული ურნა განთავსდება, აქედან ხუთი – დაბა ხარაგაულში, დანარჩენი კი – ტერიტორიული ორგანოების ცენტრებში.
პროექტი დონორისგან ერთი წლის მანძილზე დაფინანსდება. თუმცა ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ ის გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერით.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,