

ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“ 20-25 მაისს თურქეთში საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა. ფოლკლორისტთა საერთაშორისო ფედერაციის (სიოფი) ორგანიზებით მუსიკისა და ცეკვის 44-ე საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი მერსინის მხარის ქალაქ სილიფკეში გაიმართა.
„ამ ფესტივალში მონაწილეობა, ტრადიციულად, ბევრ ქვეყანას და ანსამბლს სურს, – ამბობს „ვოიაჟტურის“ ხელმძღვანელი, ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს მხრიდან გიორგი წიქარიშვილი, – საქართველოდან ორმოცამდე ანსამბლმა გამოთქვა ფესტივალში მონაწილეობის სურვილი. ორგანიზატორებისგან მიწვევა მხოლოდ ხარაგაულის ანსამბლმა მიიღო.“
საქართველოს, რუმინეთისა და ტაილანდის ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად ფესტივალში თურქეთის 9 ქალაქის ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩაერთო.
„საუნჯეს“ ქორეოგრაფმა რომან ბუაჩიძემ ფესტივალისთვის ექვსი ცეკვა მოამზადა. ფესტივალის მონაწილეებმა საფესტივალო ნომრები მაყურებელს ქალაქ სილიფკეს სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე წარუდგინეს. შთამბეჭდავი იყო ფესტივალის გახსნის ცერემონია. „დემოკრატიის პარკში“ შეკრებილ საზოგადოებას და მონაწილეებს ქალაქის ტრადიციული კერძებით გვიმასპინძლეს.
მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება „საუნჯელების“ ცეკვა „აფხაზურმა“ დაიმსახურა.
ფესტივალში მონაწილე ყველა ანსამბლის ხელმძღვანელი და ორ-ორი წევრი ქალაქ სილიფკეს მერმა მუსტაფა ტურგუთმა მიიღო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ფესტივალში მონაწილეობისთვის „საუნჯეს“ ყველა წევრი დიპლომებით დაჯილდოვდა. ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლმა ქალაქ სილიფკეს მერის სამადლობელი წერილი დაიმსახურა.
„ფოლკლორისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია აჯამებს ფესტივალში მონაწილე ანსამბლების შესრულების ხარისხსა და დონეს. ამაზეა დამოკიდებული ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ ფესტივალებზე მიწვევა, – ამბობს გიორგი წიქარიშვილი, – სავარაუდოდ, „საუნჯეს“ საბერძნეთში ან იტალიაში ქორეოგრაფიულ ფესტივალზე მიიწვევენ. თუმცა, საფიქრალია, ანსამბლი რამდენად შეძლებს ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხის მოძიებას.“
ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი დალი მაღრაძე ამბობს, რომ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ხელს უწყობს. ფოლკლორისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე მიწვევა კი „საუნჯეს“ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი