2009-2012 წლების ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტში აღნიშნულია, რომ „მიზანშეწონილი იქნებოდა საინფორმაციო მომსახურების შესყიდვა, რაშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ალტერნატიული მედია საშუალებები, რაც შექმნიდა კონკურენციის პირობებს და მუნიციპალიტეტს მიცემდა საუკეთესო პირობების არჩევის საშუალებას.“
„ინფორმაცია უნდა შევისყიდოთ ტენდერით. რადგან არსებობს დამოუკიდებელი გაზეთი, ინფორმაციას, რაც დღეს გვიჯდება, იმის მეოთხედ ფასად გამოვაქვეყნებთ. დამოუკიდებელი გაზეთი მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახში მიიტანს ინფორმაციას. ტენდერი არის სწორი და კანონიერი ფორმა. იქნებ სხვასაც გაუჩნდეს ბაზარზე შემოსვლის სურვილი. ჩვენ წლების მანძილზე სასათბურე პირობები შევუქმენით ერთ გაზეთს და იქედან ვერანაირი ეფექტი ვერ მივიღეთ. მე არავის სამსახურიდან წასვლა არ მინდა, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ საინფორმაციო მომსახურების თანხა ტენდერზე უნდა გავიდეს. მე აუდიტის სამსახურზე კომპეტენტური ამ საკითხში არავინ მეგულება,“ – აღნიშნა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძემ.
„სამი წელია პირადად მე საინფორმაციო ბიულეტენის დაფინანსებას ვუჭერ მხარს, მაგრამ გამოდის გაზეთი,“ – აღნიშნა დეპუტატმა რომან შერგელაშვილმა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საკრებულოს და გამგეობის მუშაობის ასახვა მედიის საშუალებით. მთავარია, როგორ დავხარჯავთ საინფორმაციო მომსახურების თანხას – ექსკლუზიურად მივცეთ ა(ა)იპ-ს, რომელიც არის ჩვენი შექმნილი, თუ ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევისყიდოთ ინფორმაციის გავრცელება. როგორც ვიცი, თანხა გათვალისწინებულია მომსახურებისთვის და არა ვინმესთვის კონკრეტულად. ფორმაზე ვიმსჯელოთ, რა მიმართულებით წავიდეთ – ბიულეტენის თუ ინფორმაციის შესყიდვის. მივდივართ იმ გზით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საკანონმდებლო თუ სხვა აქტები განვათავსოთ მედიაში, თუ ინფორმაციულ საშუალებებში ჩვენ ვიყოთ წარმოდგენილნი ჩვენი ხედვებით და მოსაზრებებით.
ჩვენ ვერ ვიქნებით ჩაკეტილები და საზოგადოებას მხოლოდ კაბინეტური წესით ვერ დაველაპარაკებით. საზოგადოება ითხოვს, რომ ჰქონდეს ინფორმაცია ყველა მიმართულებით. უფრო მეტიც, მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს ყველაზე უკიდურეს წერტილში ჩვენგან, აინტერესებს, რატომ არ არის მისთვის ხელმისაწვდომი ელექტროენერგია, რატომ არ არის მისთვის გარკვეული პრობლემა მოგვარებული. მოსახლეობამ ზუსტად უნდა იცოდეს, ვის მოსთხოვოს პასუხი – საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს, დეპუტატს თუ სხვას. ამისთვის აუცილებელია, ჩვენ ისინი მოვამარაგოთ საჭირო ინფორმაციით,“ – ამბობს გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.
ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მოქალაქე მალხაზ კუპრაძემ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ საკითხის შესახებ საკუთარი პოზიციის, ან ახალი ამბების მოსახლეობისთვის გაცნობა ბრიფინგის, პრესკონფერენციისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ინფორმაციის მიწოდებით უნდა ხდებოდეს და არა მედიასაშუალებებში გვერდების დაქირავებით.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“