ჭიათურის სოფელ გეზრულის სკოლის ეკო-კლუბმა ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის ფარგლებში მეტად საინტერესო სტატია გამოგვიგზავნა, რომელიც ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემებს ეხება. გთავაზობთ ამ სტატიას მცირე შესწორებებით.
სოფელი გეზრული ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს , იმერეთის მაღლობზე ზ.დ. 610-680 მეტრიან დიაპაზონში. სოფლის მთავარი ბუნებრივი რესურსი კოლხური პოლიდომინანტური ტყეა, რომელშიც გაბატონებულია მეზოფიტი მცენარეები. განსაკუთრებულად დიდი ტერიტორიები უჭირავს წაბლნარს, თუმცა არის იმერული მუხის კორომები, რცხილნარ-წიფლნარი, ნაძვნარი და ასევე მუყნარი (თხემლური). გვხვდება ეგზემპლარულად აკაცია, ცაცხვი, ნეკერჩხალი, იფანი (კოპიტი) და თელა.
ამ სტატის მთავარი საკითხი წაბლი და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. წაბლის სარგებლობის შესახებ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები: მისი მერქანი და ნაყოფი ზედმიწევნით ძვირფასია. მცენარე შეტანილია „წითელი წიგნის“ ნუსხაში, თუმცა მისი მერქანის მაღალხარისხოვნობის გამო, დიდი ხანია, ბარბაროსულად ნადგურდება.
გასული საუკუნის მიწურულში წაბლის მერქნის უკანონოდ მოპოვება-რეწვა სტიქიურად მიმდინარეობდა. რამდენიმე წლის წინ დაიწყეს სანიტარული ჭრის მოტივით წაბლნარებში სამეურნეო საქმიანობა, რასაც მოჰყვა შედარებით საღი, ნაყოფის მომცემი ეგზემპლარების განადგურება, ხოლო ენდოტეით დაავადებული ისევ დატოვეს ტყეში.
ასევე, არ მომხდარა საწარმოო ტერიტორიაზე მერქნის ნარჩენების განადგურება, მძიმე ტექნიკის მოქმედების გამო დაზიანდა სატყეო ბილიკები, საურმე გზები, ტყისპირა მდელოები, დიდი დახრილობის ფერდობებზე მთლიანი ვარჯით ხეების თრევის გამო განადგურდა ქვეტყე და ახალგაზრდა მცენარეული საფარი.
ამჟამად წაბლნარში ისევ რთული მდგომარეობაა, რადგან ენდოტეა პროგრესირებს (ენდოტეა, ჩემი აზრით, გადაედო მუხასაც). როგორც გადმოცემით ვიცი, XIX საუკუნის ბოლომდე გეზრულში დომინანტი მცენარე იყო იმერული მუხა, რომელიც ჩანაცვლდა ნელ-ნელა წაბლით, თუმცა მუხას საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს მზით კარგად განათებულ ვაკეებსა და სამხრეთ-ამოსავლეთ ექსპოზიციებზე.
რაც შეეხება წაბლს, მცენარე ცდილობს თავგადარჩენას, თუმცა აუცილებელია ტყეებიდან ნაყარის გამოზიდვა და ძალიან დავადებული ეგზემპლარების მოჭრა, რაც უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილითა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი ზედამხედველობით.
ტექსტის ავტორია სალომე ხოჯანაშვილი
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.