ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლემ ელენე გოგოლაძემ ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფარგლებში გიგლა აგულაშვილმა ელენეს მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლა. მინისტრის რანგში ელენე გოგოლაძე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციას გაეცნო.
მინისტრი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, თბილისის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს ხელმძღვანელმა ეროვნული პარკის სერვისები და პარკის ეკო-ტურისტული განვითარების იდეები გააცნო.
ელენე გოგოლაძემ თბილისის ეროვნული პარკის დირექტორს ნური ჯაფარიძეს ბრაკონიერებთან ბრძოლაში და კანონაღსრულების მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ხარაგაულელი რეინჯერის, მერაბ არევაძის, სახელობის სიგელი გადასცა.
თბილისის ეროვნული პარკის დათვალიერების შემდეგ, ელენე გოგოლაძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის ზღვაზე, ინსპექტირების პროცესში თავად ჩაერთო. გიგლა აგულაშვილმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ, მას დეპარტამენტის საქმიანობა და გამოვლენილი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების სტატისტიკა გააცნეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტებმა თბილისის ზღვაზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს. მობილური ექსპრეს ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სპეციალისტებთან ერთად კვლევებში ელენე გოგოლაძე ჩაერთო და ადგილზე განისაზღვრა დამაბინძურებელი კონცენტრაციები.
დღის ბოლოს, მინისტრის რანგში ელენე გოგოლაძე ეროვნული საშენი მეურნეობის ინფრასტრუქტურას გაეცნო. გიგლა აგულაშვილმა სტუმარს მეურნეობაში დაგეგმილ პროექტებსა და გადაშენების პირას მყოფი, „ნაკადულის კალმახის“ საშენი პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
„მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც. ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია. იგი 2014 წელს, CENN-ის მიერ პროექტის – ტყის მდგრადი მართვა ფრგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.