ხარაგაულში, სასტუმრო „უღელტეხილის“ მიმდებარედ, რახიელას ღელეზე რკინის კონსტრუქციით აგებული ხიდის გამო მოსახლეობამ უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა.
მოქალაქე მარინე გოგიას თქმით, ხიდის ასასვლელ-ჩამოსასვლელი ავტომანქანებს აზიანებს, წყალუხვობის შემთხვევაში კი საფრთხე ემუქრება ხიდის მიმდებარედ განთავსებულ მაღაზიებს, რადგან რკინის კონსტრუქცია ისე დამონტაჟდა, რომ ხიდის ქვეშ წყლის გამტარიანობას შეაფერხებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი რკინის კონსტრუქციის გამო ხარაგაულის იერსახის დამახინჯებაზე ამახვილებს ყურადღებას.
გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი განმარტავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, ეს ხიდი დროებითია, – სანამ ჩინური კომპანია – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ რკინიგზის მშენებლობის სამუშაოებს აწარმოებს.
თემურ თაბუკაშვილის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისას, ხიდის დემონტაჟის შემდგომ, ხარაგაულში ახალი ხიდი აშენდება.
ხიდი ახალი რკინიგზის მშენებლობიდან სამშენებლო მასალებით ნორმაზე მეტად დატვირთული მანქანების გადაადგილებამ გასული წლის ოქტომბერში დააზიანა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, რკინიგზის მშენებელმა, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ,“ ხარაგაულში ხიდზე რკინის კონსტრუქცია დაამონტაჟა.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ახალი რკინიგზის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.