არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ დასაქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, აცხადებს საგრანტო კონკურსს პროექტის „მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ ფარგლებში, იმ კოოპერატივებისა და ასოციაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ვეტერინარული მომსახურების მიწოდებას მუნიციპალურ და/ან ადგილობრივ დონეზე.
პროექტი მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება, ბიზნესზე ორიენტირებულ მცირე ფერმერთა და სოფლის მეწარმეთა ჯგუფების განვითარების გზით და აგრობიზნესის გარემოს მხარდაჭერით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (Czech Development Agency) მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
პროექტის სამიზნე არეალი მოიცავს ბაღდათის, ხარაგაულის, ხონის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს.
ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე enpard.ge
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების