ირინე ჩხეიძეირინე ჩხეიძე: -მოვიდა ზამთარი და… ჩემთვის დადგა ფიქრის დრო. სწორედ ამ დროს ვსაზღვრავ, მომავალი წლისთვის რა გავაკეთო ჩემს საყვარელ თეატრში. ზამთარი ჩემთვის საუკეთესო დროა ფიქრისთვის… ამ დროს იბადება განცდები და შთაბეჭდილებები. საოცრად მიყვარს, გარეთ რომ თოვს, ცივა, მე კი სახლში  თბილად ვარ და ვფიქრობ.

ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყოს ეს ზამთარი ყველა ხარაგაულელისთვის და მომავალი წელი – გაცილებით უკეთესი გამოდგეს.

მომწონს შეფიფქული არემარე. თოვლი ყველაფერს ალამაზებს  და კარგი განწყობა მეუფლება. ახალ წელს ველი დიდი სიხარულითა და სიყვარულით.

ზამთარი ჩემთვის ფიქრისა და ახლისთვის მზადების დროა.

მამუკა ჭიპაშვილიმამუკა ჭიპაშვილი: -დადგა ზამთარი და… ამომერთო ელექტროენერგია. მიყვარს თოვლი, მაგრამ მისი მოსვლა ჩემთვის დენის ამორთვასთან ასოცირდება და ამიტომ დიდთოვლობის, ცოტა არ იყოს, მეშინია. დენი რომ არ ირთვებოდეს, ძალიან მომწონს და შემიძლია საათობით ვუყურო თოვას.

ძალიან მიხარია ახალი წლის მოახლოება. ჩემთვის თოვლი ახალ წელთან ასოცირდება და საუკეთესო განწყობას მიქმნის.

ნიკოლოზ მაჭავარიანი: -ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თოვლი. ახლა, როცა ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდა… მოვიდა ზამთარი და დაიწყო ჩემი ნიკოლოზ მაჭავარიანიგაჭირვება!
ზამთრის ხსენებაზე მელანდება – სახლის სახურავზე ვარ ნიჩბით და ვთოვლავ.
გუშინაც, ჩემი ბინა გადავთოვლე და სახურავიდან ხელ-ფეხგაყინული ჩამოვედი.
არ მინდა, ნახევარ მეტრზე მეტი მოთოვოს.
თოვლის საფარის სიმაღლის მატებასთან ერთად მემატება პულსი, წნევა და ნერვები მეშლება.
სახურავების გადათოვლა და ნიჩაბი – აი, რასთან ასოცირდება ჩემთვის თოვლი და ზამთარი.

დავით ჩადუნელი: -დადგა ზამთარი და ისედაც უამრავ პრობლემას კიდევ მრავალი დაემატა. თუმცა, თოვლს მაინც თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს. რაღაცატომ,

დავით ჩადუნელი

მაინც გვიხარია თოვლის მოსვლა. ალბათ იმიტომ, რომ წინასაახალწლო განწყობას ქმნის. მზიან ახალ წელს ვერ აღვიქვავ ისე კარგად, როგორც თოვლიანს. დღევანდელი ამინდი – მზე და თოვლი მახსენებს ბაკურიანს.

ჩემს პატარა შვილებს ძალიან უხარიათ თოვლი და მათ შემხედვარეს ჩემი ბავშვობა და ბავშვობისდროინდელი ზამთრის განწყობილება მახსენდება. მეც მათსავით სულ გუნდაობა და თოვლში ყოფნა მინდოდა.

 

ნინო  თხელიძე:  -სიცივე არ მიყვარს. ბავშვობაში სხვანაირად აღვიქვავდი ზამთრის მოსვლას და ძალიან მიხაროდა. ზამთრის დადგომასთან ერთად ირგვლივ ბავშვების ჟრიამულმა მოიმატა. იმატა

ნინო თხელიძე

პრობლემებმაც – სახლიდან გამოსვლის მეშინია სიცივისა და ყინვის გამო.
მეგობრებმა მოვილაპარაკეთ – ასაკის მიუხედავად გვინდა ავიყოლიოთ ხალხი და სტადიონზე გავაკეთოთ დიდი თოვლის ბაბუა. მალე ახალი წელი მოვა და საახალწლო განწყობის შექმნას ვცდილობთ.

თამთა გოგოლაძე