wood-furniture-clipartავეჯის დამამზადებელი მცირე საწარმოების მეპატრონეებს სოციალური ჭრების აკრძალვამ სერიოზული ზიანი მიაყენა. ეს ინფორმაცია კოლეგებს მალხაზ ყრუაშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააცნო. „მოგეხსენებათ, მეავეჯეებს დასაქმების ალტერნატიული საშუალება არ აქვთ. ისინი ე.წ. სოციალური ჭრებით სარგებლობდნენ. ახლა სამასალე ხე-ტყის მოპოვება საერთოდ შეჩერდა. უკანონოდ ვერ მოჭრიან და ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. მე დიდი წარმოება მაქვს, ბაზარზე ვახერხებ მასალის შეძენას და კონკურენციის გაწევას, პატარა საამქროებისთვის კი ეს შეუძლებელია. სოფელ საღანძილეში მცხოვრებმა ოცდასამმა ინდმეწარმემ წერილიც წარმოადგინა საკრებულოში. მათი მოთხოვნაა, რომ წელიწადში მიეცეთ 5 მ3 სამასალე წიფელი. ისინი მზად არიან, გადაიხადონ გადასახადები. იქნებ როგორმე ხელი შევუწყოთ მათ საქმიანობას,“ – ამბობს მალხაზ ყრუაშვილი.

ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის გია ჭიპაშვილის ინფორმაციით, ახალი სატყეო კონცეფციის თანახმად, სავარაუდოდ, ეს საკითხები იანვარ-თებერვალში მოსახლეობისთვის სასიკეთოდ გადაწყდება.