იტალიის ქალაქ ლივორნოში კომპოზიტორ პიეტრო მასკაგნის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. კომპოზიტორის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში სხვადასხვა ეროვნების უამრავი მომღერალი, მათ შორის იტალიელები, მონაწილეობდა.
სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ კონკურსში გაიმარჯვა და „მამაკაცის საუკეთესო ხმად“ აღიარეს ევროპაში ცნობილი ბარიტონი, ხარაგაულელი მამუკა ლომიძე. კონკურსში გამარჯვებისთვის ის დაჯილდოვდა დიპლომითა და ფულადი პრემიით. მასთან თანამშრომლობით ოთხი თეატრის დირექცია დაინტერესდა.
„პატარა ბავშვივით მიხარია. ქალაქში, სადაც კომპოზიტორი პიეტრო მასკაგნი დაიბადა, მისი მუსიკის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრემია მე მომანიჭეს. დიდი სიხარულიცაა და უდიდესი პასუხისმგებლობაც,“- ამბობს მამუკა ლომიძე. წარმატებები ვუსურვოთ მას.
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ