ამასთან დაკავშირებით, დღეს ხარაგაულის ქუჩებში მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ენტომოლოგ მზია მაღლაფერიძის ინიციატივით მომზადებულ ამ ბუკლეტებში აღწერია იმის შესახებ, თუ რა დაავადებაა მალარია,როგორ გადადის, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს. როგორ უნდა ვიზრუნოთ პროფილაქტიკაზე და როგორ ჩაიტაროს დაავადებულმა მკურნალობა.
მალარია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სისხლის პარაზიტები იწვევს. მათი გადაცემა, ბუნებრივ პირობებში, ანოფელესის გვარის მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება.
მალარია ბუნებრივ-ენდემური დაავადებაა. მისი გავრცელება შეზღუდულია ბუნებრივი ფაქტორების მიერ. აქედან გამომდინარე, იგი გვხვდება მხოლოდ იმ რეგიონში, სადაც მისი განვითaრებისათვის საჭირო ყველა პირობაა. ამჟამად მსოფლიოში ასზე მეტი ქვეყანაა მალარიის ენდემურ ტერიტორიაზე განლაგებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიით 350-500 მილიონამდე ადამიანი ავადდება და აქედან მილიონ სამასი ათასამდე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება. მალარია გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მზარდი მიგრაციის ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნისთვის ხდება პრობლემა.
საქართველოში მალარია ძველი დროიდან გვხვდება. 1920-იან წლებში მოსახლეობის 30% მალარიით იყო დაავადებული. 1924 წელს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დაარსებამ და მალარიის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებამ განაპირობა დაავადების მკვეთრი შემცირება 1954 წელს. 1970 წლისთვის კი მალარია პრაქტიკულად აღმოიფხვრა, თუმცა გარკვეულ ტერიტორიებზე, ადგილობრივი კლიმატური პირობებისა და გადამტანი კოღოს არსებობის გამო სიტუაცია პოტენციურად საშიში დარჩა.
ამავდროულად მალარიის შემოტანილი შემთხვევები, საქართველოში, ყოველწლიურად რეგისტრირდებოდა. 1991 წლიდან საქართველოში იმატა შემთხვევების რიცხვმა. მალარიის ეპიდემიის რისკის საშიშროების გამო 2000 წლიდან საქართველოში ამუშავდა მალარიის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის დახმარებით რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამ პროგრამის ფარგლებში დაავადების მკურნალობა მოსახლეობისთვის უფასო გახდა.
საქართველოში მალარიის გადაცებისთვის საჭირო ბუნებრივი პირობები ვრცელდება ტერიტორიის 51,64%-ზე. ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 93% ე.ი, . მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა დასახლებულია იმ ადგილებში, სადაც არის მალარიის გავრცელების რისკი. ხარაგაულის რაიონი მალარიის გავრცელების მქონე II ჯგუფის ზონაში მდებარეობს.
ამჟამად მალარიის შემთხვევები გვხვდება ძირითადად კახეთსა და ქვემო ქართლში. საქართველოში მალარიას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. დაავადების გადაცემა ხდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ან პარაზიტმტარებელი. მალარიის გადამტანია კოღო ანოფელესი. მალარიის გადაცემის სამი გზაა: კოღოს კბენით, დაავადებული დედისგან ნაყოფზე ან ახალშობილზე მშობიარობის დროს და დაინფიცირებული სისხლის გადასხმით.
დაავადება იწყება შემცივნებით, ძლიერი თავის ტკივილითა და კანკალით. ასეთი მდგომარეობა 30 წუთიდან 2-3 საათამდე გრძელდება. შემდეგ ავადმყოფი თანდათან თბება და ტემპერატურა უწევს 39-40 გრადუსამდე, ეწყება გულისრევა და ღებინება. 1-2 სათის შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ასეთი შეტევები დროგამოშვებით მეორდება. მდგომარეობა მძიმდება. 12-14 შეტევის შემდეგ პროცესი წყდება, თუმცა მეორდება 1-3 თვის შემდეგ, რასაც ახლო რეციდივი ეწოდება. შორეული რეციდივი მომდევნო წლის გაზაფხულზე ვლინდება. შესაძლოა, ავადმყოფს ჩამოუყალიბდეს პარაზიტმტარებლობა. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია გარშემომყოფთათვის დაავადების თვალსაზრისით.
თვთმკურნალობა დაუშვებელია. საჭიროა ექიმი პარაზიტოლოგის ან ინფექციონისტის კონსულტაცია. რაც შეეხება დაავადებისაგან თავდაცვას, პირველ რიგში თავი უნდა დავიცვათ კოღოს კბენისგან. ეს იქნება სხეულის დამფარავი ტანსაცმელი თუ კანზე წასასმელი კოღოს დამაფრთხობელი საშუალებები. შენობაში კოღოების შემოფრენის აღსაკვეთად კარებსა და ფანჯრებზე უნდა გაიკრას დამცავი ბადეები ან მარლა. ხოლო ოთახებში შემოფრენილი კოღოების განადგურება შეიძლება ინსექტიციდური აეროზოლებით.
დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია გადანტანის (კოღოების) წინააღმდეგ ბრძოლა. მასში იგულისხმება: გუბეების ამოვსება, დაჭაობებული ადგილების დაშრობა-ამოვსება, წყლის რეზერვუარების გადახურვა, თევზი გამბუზიის (წყალში კოღოს მატლების გამანადგურებელი თევზი) გავრცელება, კოღოს საწინააღმდეგო ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებებით საცხოვრებელი შენობების შიგნითა კედლების და ჭერის დამუშავება. მნიშვნელოვანია მალარიის ენდემურ კერებში ან ქვეყნებში ყოფნისას, ქიმიოპროფილაქტიკის ჩატარება ანტიმალარიული პრეპარატებით.
მზია მაღლაფერიძე
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ენტომოლოგი
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების