დღეს, 24 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. ასევე იმსჯელეს დეპუტატების – ქეთევან ზუმბაძისა და ინგა მაღრაძის – იმ განცხადებაზე, რომლითაც მათ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ვარლამ ჭიპაშვილს, მიმართეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობასა“ და ააიპ „ხარაგაულდასუფთავებაში“ შესყიდვებისა და საქმის წარმოების კუთხით იკვეთება დარღვევები, ხოლო ააიპ „სათნოების სახლში“ ბენეფიციართა კვების კუთხით პრობლემები არსებობს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ კვების ის ნორმები, რომელიც ააიპ „სათნოების სახლში“ მოქმედებს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა კვების ნორმებს უტოლდება.
„არ შეიძლება 50 გრ ხორცი და 200 გრ პური ეყოს ადამიანს დღეში. რა საჭიროა ამდენი შტატი, – უფროსი დიასახლისი, დიასახლისი და დამხმარე დიასახლისი, – რომელთა შრომის ანაზღაურებას შორის თითქმის არ არის სხვაობა; ან რაში სჭირდება ხელმძღვანელს 13 კაციან კოლექტივში მოადგილე?“ – ამბობს დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე.
ააიპ „სათნოების სახლის“ დირექტორის, გოგიტა ჩიჩილიძის, თქმით, კვების ეს ნორმები გათვლილია ერთ ულუფაზე და არ მთელ დღეზე. კვების ასეთივე ნორმები მოქმედებს ჩვენს მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც. შტატებს ვერ შევამცირებ, ააიპში დასაქმებულ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ფუნქცია, სამეურნეო საკითხებში მჭირდებოდა მოადგილე და დავნიშნე. ეს ჩემი უფლებაა, – განაცხადა გოგიტა ჩიჩილიძემ.
დეპუტატ ინგა მაღრაძის თქმით, „უმჯობესია ეს მომსახურება მუნიციპალიტეტმა ტენდერით შეისყიდოს. ეს გაცილებით ეფექტური, სასარგებლო და მისაღები იქნება ყველასათვის.“
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიგა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელშიც ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობაში“ საქმის წარმოების კუთხით დარღვევებზეა საუბარი.
ქეთევან ზუმბაძის თქმით: „ამ ააიპში ერთ-ერთი პიროვნება არც ბრძანებითაა მიღებული, არც ხელშეკრულებაა დადებული და ამ პიროვნებას თვეების მანძილზე ერიცხებოდა ხელფასი. ასევე ამ ააიპში და არა მარტო აქ, ადამიანები ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებენ და განსხვავებული ხელფასები აქვთ.
ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ბუღალტრის, ლაურა ბლუაშვილის, განმარტებით, „ეს პიროვნება 17 რიცხვში მოვიდა სამსახურში, მაშინ, როცა იცემოდა ხელფასები. დაიწერა ბრძანება და გავეცით ხელფასი. უნდა მოეწოდებინა ბრძანება საქმისმწარმოებელს. საქმისმწარმოებელი გამოუცდელი ბავშვი იყო, მეც სახლში პრობლემები მქონდა და რაღაცეები აირია.“
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის, თქმით, თანხები გადარიცხულია მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე. ზოგ შემთხვევაში არ არსებობს ხელშეკრულება. გამგებლის მიერ 13 შტატზეა დამტკიცებული საშტატო განრიგი და 14-15 ადამიანია დანიშნული. ამ ააიპში სისტემური ხასიათის ხარვეზებია. ვთვლი, რომ ამ აუდიტის დასკვნით რიგი დასაქმებულების პასუხისმგებლობის საკითხი ნამდვილად იკვეთება. 3325 ლარით საყვავილეების 7 ცალი ყალიბია შეძენილი, როცა გაცილებით ნაკლებ თანხად შეიძლება იყიდოთ ბევრად ლამაზი საყვავილეები. თანხა უკვე გადარიცხულია, თუმცა 7 ყალიბი ამ დრომდე არ არის ხარაგაულში, რატომ გადაირიცხა თანხა წინასწარ?“ – დაინტერესდა ვარლამ ჭიპაშვილი.
ინგა მაღრაძის თქმით, ზოგ შემთხვევაში თვითონ აუდიტის სამსახურიც არ არის კომპეტენტური, სხვაგან მიღებული კონსულტაციების მიხედვით წერენ დასკვნებს.
„გამაგებინეთ, ჩემს სამსახურში რა გავაკეთო? მხოლოდ გარე განათების ნათურებს მოვუნდე? მეტი აღარაფერია ჩემი გასაკეთებელი? რაც მიმაჩნია საჭიროდ და რაც აუცილებელია რაიონის კეთილმოწყობისათვის, ვაკეთებ იმას, – აღნიშნა ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორმა დავით ლაცაბიძემ და სხდომა დატოვა.
ააიპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის, თემურ ფურცელაძის, თქმით, მათ ააიპს წლის ბოლომდე საწვავის ხარჯის შევსება სჭირდება.
„ახალი მანქანების მიღების შემდეგ მომსახურების არეალი გაფართოვდა და შესაბამიად, საწვავის ხარჯმაც მოიმატა. ასევე საჭიროა დამატებით ორი მტვირთავის აყვანა. ამჟამად ბუნკერებს ვანაწილებთ ტერიტორიულ ერთეულებში. სოლიდური თანხა იხარჯება უპატრონო ძაღლების წაყვანის მომსახურებაზე. ერთი ძაღლის წაყვანა 25 ლარი ღირს. აღდგომამდე ხარაგაულიდან 31 უპატრონო ძაღლი წაიყვანეს,“ – ამბობს თემურ ფურცელაძე.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების