ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, პროექტის „მცირე ფერმერთა კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში“ ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აწყობს  ფერმერის  დღეს.

ღონისძიება გაიმართება 2017 წლის 26 აპრილს, 12:00 სთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში, კოოპერატივ „კობრი“-ს თევზსაშენ ინკუბატორში.

ფერმერის დღის მიზანია მეთევზეობით დაინტერესებული კოოპერატივების წევრებსა და ფერმერებს, ასევე სხვა დაინტერესებული პირებს, აჩვენოს ამერიკული ცისარტყელა კალმახის ინკუბირების პროცესი, თავისებურებები და სირთულეები, გაუზიაროს მათ ამ დარგში არსებული ინოვაციები და მიღწეული შედეგები.

ფერმერთა დღე ღიაა ყველა დაინტერესებული ფერმერისათვის.

ღონისძიებაში ჩაერთვებიან რაჭის და იმერეთის რეგიონების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები.

ENPARD-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს „მცირე ფერმერთა კოოპერირების და წარმოების ხელშეწყობა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში“ ახორციელებს ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ალეკო ბაღდაძეს 591 19 55 08.

ფოტოზე:  საკალმახე მეურნეობა „ლომისმთა“ მარელისში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.