სკაში ცრუდედიანობის აღკვეთის შესახებ მეფუტკრე ლაშა გურგენიძის რჩევებს გთავაზობთ:
-გამოზამთრებულ ფუტკარს ზოგ შემთხვევაში დედა აღარ ჰყავს. დედის გაქრობის რამდენიმე მიზეზი არსებობს – ის ან მექანიკურად დაზიანდა, ან კუჭის აშლილობით დაიღუპა, ან გაიცვითა და კვერცხის დადების უნარი დაკარგა. ამის შემდეგ სკაში ცრუ დედა ჩნდება.
ფუტკარს რამდენიმე სახის ცრუდედიანობაა ახასიათებს. მოგეხსენებათ, ყველა მუშა ფუტკარი მდედრია. ცრუ დედა ფუტკარი იწყებს სკაში არსებული ყვითელი სითხის ჭამას, რომ კვერცხის დების უნარი მიეცეს. ყველა ასეთი კვერცხიდან მომცრო ზომის მამრი ფუტკარი იჩეკება და მას მდედრი ფუტკრის განაყოფიერება არ შეუძლია.
ასეთი ცრუ დედიანობა ადვილად გამოსაცნობია – უჯრებში 3-4 ცალი უსწორმასწოროდ დადებული, სკის კედლებსა და ფსკერზე მიყრილი კვერცხები იქნება.
ამ ოჯახის გადარჩენა ძნელია. თუ მეფუტკრე მოინდომებს, მცირე ღალიანობის დაწყებამდე, სანამ ტყემალი აყვავდება, სუსტი ოჯახი ძლიერთან უნდა შეაერთოს.
თუ ცრუდედიანობა მთავარი ღალიანობის დროს შევნიშნეთ, შეგვიძლია ამ ოჯახიდან 2-2 ჩარჩო სხვადასხვა სკებში გავანაწილოთ. ცრუ დედას მუშა ფუტკარი თავად გაანადგურებს.
თუ გაცვეთილი დედა ფუტკარი კვერცხს ვეღარ დებს, ის მექანიკურად უნდა განადგურდეს და აუცილებლად სკაში უნდა მოთავსდეს, რომ ფუტკრებმა ნახონ. ამის შემდეგ სკაში ახალ საკონტროლო ჩარჩოს ჩავდებთ. სკა სისტემატურად უნდა დავათვალიეროთ, გამოიჩეკა თუ არა ახალი დედა ფუტკარი.
ცრუ დედიანობა მთავარი ღალიანობის შემდეგაც არის მოსალოდნელი. ამან, შესაძლოა, ოჯახი მთლიანად გაანადგუროს, რადგან ქურდი ფუტკრის მიერ სკის გაქურდვის დიდი შანსია.
ცრუ დედიანობას მეფუტკრე ფუტკრის ზუზუნის ხმაზე გამოიცნობს. ამ დროს ფუტკარს ბოხი და გაღიზიანებული ხმა აქვს. მუშა ფუტკრის უმრავლესობა ყვავილის მტვერს აღარ ზიდავს, სკაში ბარტყიანობა მცირდება. დედა ფუტკარის გარეშე ოჯახის არსებობა შეუძლებელია.
ვაგრძელებთ ფუტკრის კვებას ვაჟინით. გირჩევთ, რომ სკები პროფილაქტიკური პრეპარატებით მაქსიმალურად დაამუშაოთ. მეფუტკრეზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოამზადებს ფუტკარს მთავარი ღალიანობისთვის, რომელიც აკაციის ყვავილობიდან ცაცხვის ყვავილობამდე გრძელდება.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების