დღეს, 29 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის 20 ათასი ლარის გამოყოფის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული თანხა ბიბლიოთეკას „უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის“ პროექტისათვის ესაჭიროება.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 20 ათასი ლარი სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრული უნდა გამოყოფილიყო.
ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა საკრებულოს წევრებს პროექტის ხარჯთაღრიცხვა და პროექტში მონაწილეთა სახელობითი სია წარმოუდგინა. მისი თქმით, 20 ათასი ლარიდან 18 ათასი ლარი პროექტის ფარგლებში დასაქმებული 8 ადამიანის შრომის ანაზღაურებას მოხმარდება.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში 59 უსინათლო ადამიანია რეგისტრირებული. მათგან 2 გარდაცვლილია, 2 ლოგინადაა ჩავარდნილი, 2 თბილისში ცხოვრობს, 1 – კასპში; 17 ადამიანი 80-დან 85 წლამდე ასაკისაა; ერთი – 93 წლის; რვა – 70-დან 75 წლამდე; ექვსი – 60-დან 68 წლამდე; სამი არის შრომისუნარიანი; ათი არის 30-დან 59 წლამდე ასაკის.
ამ ათიდან ერთი ავტომანქანას მართავს, ერთი უსინათლოთა სკოლაში სწავლობდა, ერთი სკოლის მოსწავლეა და არ სჭირდება ბრაილის შრიფტის შესწავლა. ამ ადამიანებიდან მხოლოდ ორმა გამოხატა მზაობა, რომ ჩართულიყო პროექტში,“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ნიკოლოზ მაჭავარიანმა სხდომაზე აღნიშნა: -არ არის საჭირო ამ ადამიანების წლოვანების განხილვა, 60-68 წლის ადამიანსაც სჭირდება სწავლა. იმ 16 ადამიანს, რომელიც ჩამონათვალით წარვუდგინე საკრებულოს, არაერთხელ ვესაუბრეთ და მზად არიან, ჩაერთონ ამ პროექტში. მე არ ვიცი, ეს რა სიაა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, – თუ ბიუჯეტში ბიბლიოთეკისთვის დამატებით 20 ათასი ლარის მოძიების შესაძლებლობა იყო, მაშინ რატომ განთავისუფლდნენ თანამშრომლები ამ ააიპიდან?
დეპუტატებმა აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში