ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში დღეს, 24 მარტს, კონსტანტინე გამსახურდიას უმასპინძლა.
„1991 წლის 31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი“, – ამ თემაზე ისაუბრა სტუმარმა ხარაგაულელებთან.
ბიბლიოთეკაში შეხვედრამდე მან ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა.
„ხარაგაული განსაკუთრებულია ბევრი რამით, – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ, – ხარაგაულს უკავშირდება ელაზნაურის ხელშეკრულება, ჩხერის ციხის ბრძოლა, გალაკტიონის მოღვაწეობის ადრეული წლები, ბორითში მერაბ კოსტავას გარდაცვალება. ეს ფაქტები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.“
სტუმარმა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უმთავრესი თარიღები გაიხსენა. ისაუბრა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ტრაგიკული მოვლენის – 9 აპრილის შესახებ, შეგვახსენა საბედისწერო შეცდომები, მამულიშვილთა თავგანწირვა იმ დროს, როცა სიმართლე იკრძალებოდა.
კონსტანტინე გამსახურდიამ ტრაგიკული მოვლენა უწოდა ეროვნული მოძრაობის გახლეჩას, რაც, მისივე თქმით, ბორითში მერაბ კოსტავას ავტოავარიაში დაღუპვით დაიწყო.
კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ იმ ტრაგიკულ დღეს ბორითში გადაწყდა ეროვნული მოძრაობის ბედი.
„26 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე გამართული რეფერენდუმიდან, – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ, – დღესაც ბრძოლაში ვართ, ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა გრძელდება, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლად არსებობას ასე ადვილად ვერ ეგუებიან.“
სტუმარმა შეხვედრაზე მყოფთა თხოვნით, მამის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება არც ერთ ხელისუფლებას არ სურს.
ბაბუის, კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ კი თქვა, რომ ის ზვიად გამსახურდიას და მის მეგობარ მერაბ კოსტავას ყოველთვის მოუწოდებდა, რომ ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სწორედ მისი რჩევით გამოსცეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა „ოქროს საწმისი“ და საქართველოს მოამბე,“ სადაც იბეჭდებოდა საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ლიტერატურა.
შეხვედრის ბოლოს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა კონსტანტინე გამსახურდია ხატით დაასაჩუქრა.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების