2017 წლის 22 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, პროექტის „მცირე ფერმერების კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთისა და რაჭაში“ ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აწყობს ფერმერის  დღეს.

ღონისძიება გაიმართება 2017 წლის 22 მარტს, 12:00 სთ, ბაღდათის რაიონის სოფელ ქვედა დიმში, შალვა კვინიხიძის სასათბურე მეურნეობაში.

ფერმერის დღის მიზანია მესათბურეობით დაინტერესებული კოოპერატივების წევრებსა და ფერმერებს, ასევე სხვა დაინტერესებული პირებს, სადემონსტრაციო მოდელის მაგალითზე აჩვენოს სასათბურე მეურნეობაში მიტლაიდერის მეთოდით ბოსტნეული კულტურების წარმოების თავისებურებანი და უპირატესობა, გაუზიაროს მათ ამ დარგში არსებული ინოვაციები, გამოცდილებები და მიღწეული შედეგები.

ფერმერთა დღე ღიაა ყველა დაინტერესებული ფერმერისათვის.

ღონისძიებაში ჩართული იქნება რაჭის და იმერეთის რეგიონების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები.

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ დაფინანსებულ პროექტს „მცირე ფერმერთა კოოპერირების და წარმოების ხელშეწყობა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში“ ახორციელებს ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციასთან „ელკანა“ და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონზე 591 19 55 08 ალეკო ბაღდაძე.