ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე იმერეთის სკოლების დირექტორებს განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნეს. სკოლაში აქამდე არსებული სამანდატურო სამსახური გაუქმდება და მის მაგივრად შეიქმნება ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიის სამასახური. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე მიესალმება ამ სიახლეს და აღნიშნავს, რომ „დღეს ფსიქოლოგის სამსახური მნიშვნელოვანია, რადგან ფსიქოლოგიური დახმარება სკოლაში ყველას ჭირდება. მანდატური შიშის გრძნობას იწვევდა ბავშვებში. ბავშვთა დაცვის ოფიცრები მოსწავლეების მეგობრები იქნებიან. პირველ ეტაპზე ეს მომსახურება ექნებათ იმ სკოლებს, რომლებსაც მანდატურები ჰყავდათ. საჭირო ოდენობის კადრების გადამზადების შემდეგ ეს სამსახური იფუნქციონირებს ყველა იმ სკოლაში, სადაც ამის მოთხოვნა იქნება. ჩემი აზრით ეს იდეა გაამართლებს.“
სიახლეს დადებითად ხვდება მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე:
-ქუთაისში შევხვდით ამ იდეის ავტორებსა და პროეტის ხელმძღვანელებს. ისინი დაინტერესდნენ პრაქტიკოსი დირექტორების აზრით აღნიშნულ სამსახურთან დაკავშირებით. აქამდე არსებობდა მანდატურის სამსახური. განათლების სამინისტროს სურს, რომ შეიცვალოს ამ სამსახურის შინაარსი. ბავშვთა დაცვის ოფიცრები ძირითადად დახმარებას გაუწევენ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები. შეისწავლიან თითოეული ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სკოლასა თუ ოჯახში. ბავშვთა დაცვის 126-მა ოფიცერმა უკვე გაიარა ტრენინგები. ეს საკმარისი არ იქნება ყველა სკოლისთვის. ამიტომ განათლების სამინისტრო აპირებს ამ პროგრამის პილოტირებას ანუ გამოცდას რამოდენიმე სკოლაში. მომავალი წლიდან კი ვარაუდობენ, რომ სკოლის ხელმძღვანელები თვითონ შეუთანხმდებიან აღნიშნულ სამსახურს და მოითხოვენ მსგავსი სპეციალისტის მუშაობას თავიანთ სკოლებში. მანამდე თუ რომელიმე სკოლას ექნება პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია ცხელი ხაზის მეშვეობით დავუკავშირდეთ და ისინი აღმოგვიჩენენ დახმარებას.
ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიის სამსახურის ოფისები არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დეკემბერში გამოიცემა აღნიშნული სამსახურის დებულება და ამ დებულებაში გაითვალისწინებენ ქუთაისში შეხვედრაზე დაფიქსირებულ ჩვენს მოსაზრებებს ამ პროექტთან დაკავშირებით. ახლადშექმნილ სამსახურს, მანდატურის სამსახურთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული ფუნქციები აქვს. ვფიქრობ, რომ ეს სამსახური ნამდვილად სკოლისა და ბავშვების მხარდამჭერი იქნება.
თამთა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“