ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ (დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი) პოლონური პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი „მამები“ (პროექტის ხელმძღვანელი ინგა ბერაძე). ამ პროგრამით ხარაგაულის ბიბლიოთეკას 6 ათასი ლარი ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა. პროექტის „მამები“ დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართა, მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული მამები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები.
ინგა ბერაძემ შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პროექტის იდეა ქუთაისში ტრენინგში მონაწილეობისას გაუჩნდა. „ვფიქრობ, ამ პროექტმა საკმაოდ დააინტერესა საზოგადოება.“
პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა ბუნებაში დევიზით „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია.“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის წარმომადგენელმა მანანა ტაბაშიძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ეს აქცია არ უნდა იყოს ერთჯერადი და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დაბა ხარაგაულით.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენელმა თამარ ავალიშვილმა ბავშვის აღზრდაში მამის როლსა და ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფში ჩატარებულ ექსპერიმენტზე ისაუბრა. უფროსჯგუფელებს უნდა დაეხატათ თავიანთი ოჯახი. „ბავშვებმა ოჯახების რეალური გარემო დახატეს, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – ბავშვის ფსიქიკაზე ოჯახური გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ მამები დედებთან ერთად უნდა შეეცადონ, დაიცვან ბავშვი ნეგატიური ემოციებისგან.“ თამარ ავალიშვილმა მამებს შესთავაზა ტესტი „როგორი მშობლები ვართ.“
საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას მხატვრული ნომრები შესთავაზეს მამებმა და შვილებმა ზაზა და თამარ ლურსმანაშვილებმა, ნიკო და ანა მაჭავარიანებმა, ბესო ხომასურიძის ოჯახმა, მამუკა, ნინო და თეონა ჭიპაშვილებმა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ და პროექტის კოორდინატორმა რიტა წაქაძემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე არაჩვეულებრივად თბილი და სასიამოვნო გარემოა: „მე აქ დავინახე ერთმანეთის მიმართ საოცრად თბილი ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა; ძალიან დიდი სიყვარული და პასუხისმგებლური დამოკიდებულება ბიბლიოთეკის მიმართ. მადლობა თქვენი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ნანა ლურსმანაშვილს, ინგა ბერაძეს და სოფო ლაცაბიძეს განსაკუთრებული აქტიურობისთვის.
პროექტი „მამები“ შეაფასეს გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, გიგა ბერაძემ, ლუიზა კიკნაძემ, გულიკო ჭარბაძემ და სხვებმა. ღონისძიება სიმღერით დაამშვენეს ვასილ კიკნაძემ, ზაზა ლურსმანაშვილმა და დავით კვირიკაშვილმა. საღამოზე უამრავი სასიამოვნო ჰანგი და გულთბილი სიტყვა ისმოდა. დამსწრე საზოგადოება იმ იმედით დაემშვიდობა ერთმანეთს, რომ კვლავაც მრავალჯერ შეიკრიბებიან საინტერესო პროექტების ფარგლებში.
თამთა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“