გასული წლის ივლისში ვერტყვიჭალაში თბილისიდან დაბრუნებულმა ალექსანდრე ციცქიშვილმა საკარმიდამო ნაკვეთში 300 კვმ ფართობზე, საკუთარი ფინანსებით, სათბური მოაწყო. მოგვიანებით 900 ძირი პომიდორი დარგო. მარტის ბოლოდან კი პირველ მოსავალს ელოდება. ალექსანდრე ციცქიშვილი გვიამბობს, რომ გადაწყვეტილება სათბურის მოწყობის თაობაზე მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
„ყველა მეუბნებოდა, რომ მომგებიანი იქნებოდა სათბურის სოფელში გაკეთება, – ამბობს ალექსანდრე ციცქიშვილი, – მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პომიდორს მივაწოდებ და ადგილობრივ პროდუქციას პოპულარიზაციას გავუწევ. ჯერჯერობით, გარე გრუნტზე რა სასუქები და შხამ-ქიმიკატებიც სჭირდება პომიდორს, იმით ვუვლი. ვგეგმავ, რომ მომავალი წლიდან ბიოპროდუქციის წარმოება დავიწყო.“
დამწყები ფერმერი ბიზნესის გაფართოება-ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროგრამებში ჩაერთო, თუმცა, დადებითი პასუხი ვერ მიიღო. პირველი მოსავლის რეალიზაციას, პირველ რიგში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღაზიებსა და ძირულას ხეობის რესტორნებში გეგმავს. ვერტყვიჭალის სათბურში მოყვანილი ერთი კილოგრამი პომიდორის ფასი 6-7 ლარი იქნება.
„ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა სათბურით, – ამბობს ალექსანდრე ციცქიშვილი, –
გასულ კვირაში წაქვადან მოვიდა პიროვნება და გამოცდილების გაზიარება მთხოვა. ასეთი ფართობის სათბურის მოწყობას დაახლოებით 40 ათასი ლარი სჭირდება. მოსავლის მოწევას დიდი შრომა და ძალისხმევა უნდა. თითქმის სულ სათბურში ვარ და ვშრომობ.“
ვერტყვიჭალელი ფერმერი სათბურის გაფართოებას ერთ ჰექტრამდე გეგმავს. დიდი ფართობის შემთხვევაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედ პროგრამებში ჩართვის შანსი უფრო მეტია.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების