ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით ხარაგაულის საკრებულოსთან გენდერული საბჭო შეიქმნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის, ინფორმაციით, საბჭო 19 წევრისაგან შედგება, – საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შერჩეული სხვა წევრები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი გენდერული საბჭოს წევრები არიან: მანანა ბარბაქაძე, იუზა კელენჯერიძე, დავით კიკნაძე, ქეთევან ზუმბაძე, ინგა ბერაძე, ოთარ ლურსმანაშვილი, ლაურა გოგოლაძე, ლალი სებისკვერაძე, ეკა შველიძე, ვალერი გოგნაძე, ბერიკა ტალახაძე, ნაზი გველესიანი, ლია ხმალაძე, კოტე ბერაძე, ნიკოლოზ დეკანოსიძე, მერაბ იჩქიტიძე, ხათუნა მანჯავიძე, მარინა ვეფხვაძე, იზა ვეფხვაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის განხილვა დეპუტატებს შორის ხმამაღალ კამათში გადაიზარდა.
დეპუტატმა ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გენდერულ საკითხებში მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლის შტატი უკვე კარგა ხანია არსებობს, ხარაგაულში ქალთა მიმართ დისკრიმინაციას აქვს ადგილი.
„საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა ქალი და დანიშნეს მამაკაცი; ააიპ სათნოების სახლის დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს მაკა შველიძე და დანიშნეს მამაკაცი;~. ქალბატონი ხათუნა მანჯავიძე, რომელიც ძალიან აქტიური ქალბატონია, გამოცდა ჩააბარა საჯარო სამსახურში დასაქმებისათვის, მაგრამ არ დაინიშნა თანამდებობაზე. ამ ყველაფერში ვხედავ ქალთა მიმართ დისკრიმინაციას. არ მახსოვს, გამგებლის მრჩეველს გენდერულ საკითხებში ამ თემებზე რაიმე საჯარო გზავნილი გაეკეთებინა. არ ვიცი, აძლევდა თუ არა ამ თემებზე გამგებელს რჩევებს“, – აღნიშნა დეპუტატმა ინგა მაღრაძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძემ დეპუტატს მიმართა, რომ მას ცნება „გენდერი“ არასწორად აქვს გაგებული და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე ქალთა დანიშვნას.
„გენდერული თანასწორობა ეს არის – ქალსა და მამაკაცს მიეცეთ თანასწორი შესაძლებლობები, აღმოაჩინონ თავიანთი თავი. თუ რომელიმე პიროვნების მიმართ განხორციელდა გენდერული დისკრიმინაცია, მან უნდა მომმართოს მე, რომ გავატარო შესაბამისი ღონისძიებები, – განმარტა ინგა ბერაძემ.
დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა ინგა ბერაძეს მიმართა, რომ მას არ ჰქონდა ამ ტონით დეპუტატთან საუბრის უფლება.
„ეგ განმარტებები გამგეობაში წაუკითხეთ მათ, ვინც არ იციან,“ – აღნიშნა თორნიკე ავალიშვილმა.
ინგა ბერაძემ თორნიკე ავალიშვილის სიტყვებს „უმსგავსო გამოსვლა“ უწოდა.
„ყოფილი გამგებელი ბრძანდებით და უსუსურად გამოდიხართ საკრებულოს წინაშე,“ – აღნიშნა ინგა ბერაძემ.
გენდერული საბჭოს შექმნას საკრებულომ მხარი დაუჭირა.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების