

ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სამლოცველოში წირვა დღეს მამა თომამ (ლაცაბიძე) აღავლინა.
წირვის შემდეგ მოძღვარმა მრევლს ქადაგებით მიმართა:
-მადლობას ვუხდი უფალს, მეუფე მელქისედეკს და მამა ანტონს, რომ ამ დღეს თქვენთან ერთად ვარ.
მართლმადიდებლობის ზეიმი 842 წლიდან დაწესდა. მანამდე ერთი საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა ხატმებრძოლობა.
ახალდაფუძნებული ისლამის მიმდევრები მართლმადიდებლებს ყოვლადწმინდა სამებაზე ეუბნებოდნენ, – ერთი ღმერთი სამით შეცვალეთო. ამის გამო იუდეველებსაც ეძლეოდათ საფუძველი, რომ ქრისტიანებისთვის დაეცინათ და შეურაცხყოფა მიეყენებიათ.
მუსულმანებთან ომებში გამორჩეულმა და სახელგანთქმულმა ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა ხატების განადგურება გადაწყვიტა. ის იმედოვნებდა, რომ ამით ებრაელებს და მუსულმანებს ქრისტიანებად მოაქცევდა. მღვდელმთავარმა გერასიმემ მისი მოსაზრება არ გაიზიარა, მაგრამ მდგომარეობა ვერ შეცვალა.
გავიდა ხანი და მეშვიდე საეკლესიო კრებამ, რომელიც დედოფალმა ირინემ 787 წლის სექტემბერში მოიწვია, დაგმო ხატმებრძოლთა ცრუ სწავლება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, არ დასჯილან.
რამდენიმე წლის შემდეგ დედოფალმა თეოდორამ სამეფო კარის წარჩინებულ პირთა შეგონებით ხატთაყვანისცემის აღდგენა გადაწყვიტა. მან განდევნილი მართლმადიდებლები გადასახლებიდან დააბრუნა და ადგილობრივი კრება მოიწვია, რომელიც მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა.
კრებამ ხატმებრძოლთა მწვალებლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა.
842 წლიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ქრისტიანები მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავენ.
ეს არის უდიდესი დღესასწაული, რადგან ყველა მწვალებლობა დაიგმო, ყველა არასწორი სწავლება მხილებულ იქნა.
ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ. ეს დღე მრავალჟამიერ ერთად გვეზეიმოს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი