„ათასწლეულის განვითარების ფონდი – საქართველო“ პედაგოგებისთვის ტრენინგებს ატარებს.
პროგრამა, რომელიც შარშან სექტემბერში დაიწყო და წელს ივლისში დასრულდება, სკოლების დირექტორთა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული.
წელს ქვეყნის მასშტაბით ინგლისურის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიისა და ფიზიკის 9 ათასი მასწავლებელი გადამზადდება, მომავალ წელსაც – ამდენივე.
გაკვეთილის დაგეგმვა, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა, – ამ საკითხებზე იმუშავეს ტრენერებმა 25-26 თებერვალს ხარაგაულელ მასწავლებლებთან.
ტრენინგი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
წიფის საჯარო სკოლის მასწავლებელი ფატი ღამბაშიძე ამბობს, რომ შეფასების კრიტერიუმებსა და გაკვეთილის დაგეგმვის წესში სიახლეებია. ამიტომ ის მოხარულია პროექტში ჩართვით.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მასწავლებელი ალექსანდრა ჭიპაშვილი გვიყვება, რომ ის მეთოდები, რომელსაც გასულ წლებში გაკვეთილის დაგემვისას იყენებდა, უნდა შეცვალოს.
ალექსანდრა მასწავლებელი ყურადღებას შეფასების ახალ სქემაზე ამახვილებს და ფიქრობს, რომ განმავითარებელი შეფასებები მოსწავლეს პროგრესის მიღწევაში დაეხმარება.
დოქტორი მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, სდასუს პროფესორი დოდო თხელიძე ამბობს, რომ ტრენინგი მასწავლებლების საჭიროებებზეა მორგებული.
ის მასწავლებლებს განმავითარებელ შეფასებებთან დაკავშირებით ვიდოეგაკვეთილის მომზადებას დაჰპირდა.
ვერა ოდიკაძე პროექტში სამმხრივადაა ჩართული – როგორც სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და ტრენერი.
„ზოგად პროფესიულ უნარებსა და გაკვეთილებზე ყოველდღიურად გამოსაყენებელ საკითხებს განვიხილავთ, – ამბობს ვერა ოდიკაძე, – განსაკუთრებით დიდი დაინტერესებაა უფროსი მასწავლებლების მხრიდან, რომლებიც სერტიფიცირებულები არიან და კატეგორიის ამაღლება – წამყვანი მასწავლებლის წოდების მიღება სურთ.“
ტრენერებმა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და #2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილი ყურადღების გამო მადლიერება გამოხატს.
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი 14 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების