energo proსს „ენერგო პრო ჯორჯიადან“ მიღებული ინფორმაციით, 2013 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 6 სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება იყო დაგეგმილი. სოფლებში – დიდვაკეში, საქასრიასა და წაქვაში გამრიცხველიანება უკვე დასრულდა და საერთო ჯამში 337 აბონენტს ახალი მრიცხველი დაუმონტაჟდა. ისინი მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს თავიანთი მრიცხველის ჩვენების მიხედვით გადაიხდიან. გარდა ამისა, ამ სოფლებში 10 000 მეტრზე მეტი სადენი და 70-ზე მეტი საყრდენი შეიცვალა. წლის ბოლომდე დასრულდება სოფლების – ვანის, ვარძიისა და სხლითის 686 აბონენტის გამრიცხველიანება და ასევე, აღნიშნული სოფლების 37 ათასი მეტრი სიგრძის ელექტროქსელის რეაბილიტაცია.

მიმდინარე წლის ბოლომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, გამრიცხველიანებული იქნება დაახლოებით 5 900 აბონენტი. სოფლების გამრიცხველიანების პროგრამა 2015 წელს დასრულდება. მომავალ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 400 აბონენტი, ხოლო 2015 წელს – კიდევ 2 300 აბონენტი გამრიცხველიანდება.