

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში დღეს, 20 თებერვალს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ბადმინტონში შეჯიბრება გაიმართა.
ერთმანეთს ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების გოგონებისა და ვაჟების გუნდები დაუპირისპირდნენ.
ვაჟებს შორის ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის, ხოლო გოგონებს შორის #2 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის რეგიონალურ ტურში.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, უკვე მეორე წელია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება.
წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სპორტის 12 სახეობაში ჩატარდება.
შემდეგი შეხვედრა ოთხშაბათს, 22 თებერვალს, ხელბურთში გაიმართება.
ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ტარდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი