დღეს, 25 ნოემბერს, ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გეზრბენით დაიწყო.
შეჯიბრება გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა და მასშიხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11 სკოლის გუნდი ჩაერთო.
გოგონებს შორის პირველ ადგილზე ხევის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მეორე ადგილი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. მესამე ადგილს ბორის საჯარო სკოლის გუნდი დაეუფლა.
ვაჟებს შორის სარბენი ბილიკი პირველმა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდმა გაირბინა. მეორე ადგილზე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე – ხევის საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, უკვე მეორე წელია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ნინო ხარაძის, ინფორმაციით წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში სპორტის 12 სახეობაში ჩატარდება.
ესენია: გეზრბენი, მინი ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, ძიუდო, კარატე, თავისუფალი ჭიდაობა, მხიარული სტარტები და სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა. ნინო ხარაძის თქმით, სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩაატარებენ.
ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ტარდება.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების