
2011 წლიდან, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასოფლო ბიბლიოთეკების დაფინანსება შეწყდა. დღემდე გაურკვეველია, თუ ვინ უპატრონებს სასოფლო ბიბლიოთეკების შენობებს და როგორ მოუვლიან წიგნად ფონს. ადგილობრივ ხელისუფალთა და ხარაგაულის ცენტრალური საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორის განმარტებები, თუ რა გახდა სასოფლო ბიბლიოთეკების დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი, განსხვავებულია. საკრებულოში ამბობენ, რომ „სასოფლო ბიბლიოთეკები არ მუშაობდნენ,“ ხოლო ბიბ-ლიოთეკის დირექტორი – ფინანსების არქონას ასახელებს. თავად სასოფლო ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარები აცხადებენ, რომ ისინი მკითხველთა სიმცირეს არ უჩიოდნენ. მაგალითად, წიფისა და ლეღვანის სასოფლო ბიბლიოთეკებით წლის განმავლობაში 100, ფარცხნალში – 200-მდე, ბორითში 300-ზე მეტი მკითხველი სარგებლობდა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება სასოფლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განათლების სამინისტროზე გადაცემასაც ფიქრობდა.
სასოფლო ბიბლიოთეკების შესახებ 18 ივლისს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს დაევალებათ, კვირაში ერთხელ წავიდნენ და მოემსახურონ სოფლებში მკითხველებს. განიხილება ასეთი ვარიანტიც: სასოფლო ბიბლიოთეკებში ისევ სოფლების ბიბლიოთეკარები დაბრუნდნენ და გარკვეული გრაფიკის მიხედვით მოემსახურონ მკითხველებს.
„კარგად გავარკვიოთ, რა ღირს იდეურად და შინაარსობრივად მოძველებული წიგნების მაკულატურაში ჩაბარება. აქედან შეიძლება ბიბლიოთეკას დამატებითი შემოსავალი გა-უჩნდეს,“ – აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი.
ა(ა)იპი ცენტრალური საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მსჯელობა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში, კონსულტაციებს გადიან იურისტებთან, რათა ყველაფერი კანონიერად გადაწყვიტონ. „ამჟამად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ვარძიის სასოფლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი. შეამოწმეს სპეციალისტებმა და ყველა წიგნი სოკოთი დაავადებული და ჩამოსაწერია. იმ წიგნების გვერდით ვერც ერთ ჯანმრთელ წიგნს ვერ დადებ. წყალაფორეთის სასოფლო ბიბლიოთეკის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ამიტომ ამ ორი ბიბლიოთეკის შესახებ დამატებით უნდა ვიმსჯელოთ,“ – ამბობს ნანა ლურსმანაშვილი.
სასოფლო ბიბლიოთეკების ფუნქციონირების საკითხს საკრებულოს წევრები 1 აგვისტოს სხდომაზე გადაწყვეტენ.
ნინო კაპანაძე
P.S. ხვალ, 26 ივნისს, 10 საათზე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის წევრები სასოფლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის მოვლა-პატრონობის შესახებ იმსჯელებენ.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან