ეს კოზმანის მღვიმეა – მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ამაშუკეთის მიდამოებში, 625 მეტრი ზ.დ. კოორდინატები: N 42054’51’’; E 43017’17’’ მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 167 კმ., ხარაგაულიდან 35 კმ., ქუთაისიდან 62 კმ.
მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს მდებარეობს სოფელი ამაშუკეთი, რომელსაც ადრე ციხისძირი ერქვა. ლეგენდის მიხედვით, ეს ტერიტორია XVII საუკუნეში დასახლებულა მეგრულ-კოლხური წარმოშობის ხალხით.
გადმოცემით, დასავლეთიდან წამოსულებს დიდხანს უვლიათ საცხოვრებელი ადგილის შესარჩევად. „კოზმანის“ სალოცავზე ულოციათ, ხოლო როცა იქიდან გამოუხედავთ, მდებარეობა მოწონებიათ და უთქვამთ: ა-მაშ-უკეთესი რაღა იქნებოდაო და ამ ადგილებში დასახლებულან. სოფლისთვის კი ამაშუკეთი უწოდებიათ.
შემდგომ მათ იმერეთის მეფისაგან აზნაურის წოდება მიუღიათ. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე ამაშუკეთში ნაჩვენებია აზნაურის სასახლე.
სოფლის სამხრეთით, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე, არის მთა კოზმანი (ქვაძმობა-ზღვის დონიდან 740 მ), რომელზეც აღმათულია კოზმანის სალოცავი. ხალხში გავრცელებული თქმულებით იქ წარმართული მთვარის სალოცავი ყოფილა.
საქართველოში ქრისტიანობის მიღების შემდეგ კოზმანის სალოცავიც ქრისტიანული გამხდარა. იქ 30 ოქტომბერს აღნიშნავენ „კოზმანობის“ დღესასწაულს. აქ აგებული ყოფილა მე-14 საუკუნის ტაძარი, რომელიც ამჟამად რესტავრირებულია.
გადმოცემის თანახმად ზუსტად ამ სალოცავის ქვეშ, კარსტულ მღვიმეში, არის ქვისგან გამოთლილი მაგიდა და სკამები, რომლითაც ადგილობრივების თქმით ამ ტაძარში მოღვაწე ბერები სარგებლობდნენ. მღვიმის სახელი უნდა უკავშირდებოდეს წმინდა კოზმანის სახელს.
ამაშუკეთის სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე ძირულას მარცხენა მხარეს, ცარცულ კირქვებში გამომუშავებულია კოზმანის კარსტული მღვიმე.
მღვიმეში შესასვლელი არის ტექტონიკურ ნაპრალში, რომლის სიმაღლე 1 მეტრია, სიგანე 60 სმ. ნაპრალს სამკუთხედის ფორმა აქვს. კარსტული გვირაბი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იხსნება და შედგება მცირე ზომის ხვრელებით დაკავშირებული სამი სხვადასხვა ზომის დარბაზისაგან.
მღვიმე დინამიურია, ამჟამად მშრალია, წარსულში გაედინებოდა პერიოდული ნაკადი. მღვიმე ადვილად გასავლელია, სიღრმეში გვირაბის სიგანე მატულობს 2-3 მეტრამდე. შესასვლელიდან მე-15 მეტრზე მღვიმის გასწვრივი პროფილი მკვეთრად უხვევს დასავლეთით. 35-ე მეტრზე, მარცხნივ, მოზრდილი ბაქანია, რომელსაც 5-მეტრიანი ჭა ებმის.
შესასვლელიდან 90-ე მეტრზე არის კალციტის ქერქით შემოსაზღვრული „აბაზანები“, ზოგი გამშრალია, ზოგში წყალი დგას. ზოგან ჭერის სიმაღლე 6-8 მეტრია. მღვიმეში სტალაქტიტები ბევრგან მომტვრეულია. აქა-იქ არის სტალაგმიტები.
გვირაბის ერთ-ერთ ნაწილში „ჭერი“ დაფარულია მაკარონისებრი ულამაზესი სტალაქტიტების „ტყით“. მღვიმის სიგრძე 210 მეტრია. შემდეგ მღვიმე ჩახერგილია დიდი ლოდებით, რის გამოც უფრო ღრმად შესვლა შეუძლებელია. გამოკვლეულია თ. პაპიაშვილის მიერ 1954 წელს.
მღვიმე საინტერესოა ბიოსპელეოლოგიური თვალსაზრისითაც, იქ ცხოვრობენ ობობები, დოლიხოპოდები, არიან ღამურებიც.“ კოზმანის სალოცავთან ახლოს არის კოზმანის სამშენებლო ქვის კარიერი.
გიორგი დვალაშვილი
გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.