ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე საჯარო სკოლების დირექტორებს ზოგადი განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე ესაუბრა.
გარკვეული ცვლილებებია მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამაში, რაზეც მთელი ქვეყნის მასშტაბით, წლიურად, 18 მილიონი ლარი იხარჯება. დღემდე განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მძღოლებთან ხელშეკრულებებს თავად აფორმებდა. სკოლების დირექტორები მხოლოდ ტაბელებს ამოწმებდნენ.
„გასულ წელს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიში“ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. პრობლემებია მძღოლების ანაზღაურების კუთხით. მათ დეკემბრის ხელფასები ამ კვირაში ჩაერიცხათ, – ამბობს დავით კიკნაძე, – თუ ასე გაგრძელდა, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას პრობლემები შეექმნება.“
დავით კიკნაძის ინფორმაციით, ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, განათლების სამინისტრომ სკოლების დირექტორებს დაავალა, რომ სასკოლო ავტობუსების მძღოლებთან ხელშეკრულებები გააფორმონ. მძღოლები ანაზღაურებას სკოლების ბიუჯეტებიდან მიიღებენ.
მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურებისთვის ტენდერების გამოცხადება მოუწევთ ბორითის, ხევისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს, რადგან მათთვის მომსახურების თანხა 5 000 ლარს სცილდება.
სიახლეა ის, რომ 17 თებერვლიდან ყველა შესრულებული მარშრუტი ელექტრონულად უნდა აისახოს სპეციალურ პროგრამაში. რუკაზე, სადაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებული პუნქტია დატანილი, დეტალურად უნდა აღინიშნოს, თუ რა მონაკვეთებში აჩერებს სასკოლო ტრანსპორტი, რამდენი მოსწავლე მგზავრობს კონკრეტული ადგილიდან, რა დროს იწყება და სრულდება მარშრუტები.
თუ სკოლას ტრანსპორტი რამდენიმე მიმართულებით ემსახურება, მაშინ თითოეულ მარშრუტზე ფორმები ცალ-ცალკე ივსება.
„პროგრამაში მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია სიზუსტე, – ამბობს დავით კიკნაძე, – ურთიერთგადამკვეთი მარშრუტებიდან ერთ-ერთი გაუქმდება.“
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლას ტრანსპორტი 96 მარშრუტით ემსახურება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში თათბირზე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების