

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის დამპროექტებელი ორგანიზაცია გამოვლინდა.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „კოქსსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ფარგლებში, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის დოკუმენტები მომზადდება.
პროექტზე მუშაობა 9 თვეში უნდა დასრულდეს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება 1 231 566 აშშ დოლარი და 1 249 030 ლარია. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის