ბელგიის სამეფოს წმ. თამარ მეფის სახელობის ქართველ მართლმადიდებელთა ასოციაციის კულტურის ცენტრმა ხარაგაულის სახალხო თეატრის წარმატებული სპექტაკლი „თანამდევი სული“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) გაზაფხულზე ბრიუსელში მიიწვია. „წმ. ილია მართლის სულიერ საგანძურთან ზიარებას უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის, მისი ახალგაზრდა თაობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თეატრის 8 მსახიობის მომსახურების ხარჯებს (ადგილზე გადაადგილება, დარბაზის დაქირავება, სასტუმრო, კვება და სხვა კულტურული ღონისძიებები) ასოციაცია თავის თავზე იღებს,“ – ნათქვამია წერილში, რომელიც ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასოციაციის პრეზიდენტის, არქიმანდრიტ დოსითეოზისგან (ბოგვერაძე) მიიღო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,