აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის ინიციატივითა და უკრაინის „კრიზისის მედია ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს ჟურნალისტთა ჯგუფი კიევში ვიმყოფებოდით.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა, რა დადებით გავლენას მოახდენს ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, – ამ შეკითხვებზე ადვილად ვუპასუხებთ, თუკი ესტონელების გამოცდილებას გავეცნობით ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ინტერვიუს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორ იან რეინჰოლდთან.

-ბატონო იან, თქვენი აზრით, როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროკავშირში მისაღებად?

-ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ მხრივ კარგი პერსპექტივა აქვს. თქვენ პატარა ქვეყანა ხართ და ძალიან ბევრს მიაღწიეთ. უკრაინა დიდი ქვეყანაა, მოსახლეობაც გაცილებით მეტია. პატარა ქვეყანაში რეფორმირება გაცილებით იოლია. ამ პოლიტიკას მხოლოდ რვა წელი უსრულდება. რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს უნდა გაგრძელდეს და ითანამშრომლოთ პარტნიორებთან. თქვენი დიპლომატიური კორპუსი კარგ საქმეს აკეთებს ევროკავშირთან მიმართებაში და ეს უნდა გააგრძელოთ.

-რა უნდა გააკეთონ საქართველოში სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა და საქართველოს ხელისუფლებამ ერთობლივად, რომ ჩვენი სოფელი დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს?

-აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორმატში 8-9 წელია, რაც ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, – ეს ერთი.

მეორე – აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის პოლიტიკა რაიმე კონფლიქტების გადასაწყვეტად ან დიდი პოლიტიკური განცხადებებისთვის; რა თქმა უნდა, პოლიტიკა თავის ადგილზეა,

ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, არის თქვენი ხელისუფლებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა. ამავე დროს ჩვენ კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ ისეთ პრაქტიკულ მიდგომებზე, მცირე ნაბიჯებზე,

რომ ვკითხოთ ადამიანს, რომელიც პატარა დასახლებაში ცხოვრობს, – მან უნდა შეხედოს ამას, როგორც შესაძლებლობას, დაიწყოს თავისი ბიზნესი. როგორც ეს ესტონეთში დავიწყეთ.

1991 წელს ჩვენთან განსხვავებული სიტუაცია იყო. ჩვენი უახლოესი მეზობლებისგან – შვეციისა და ფინეთისგან შევითვისეთ ბიზნესკულტურა. ეს ქვეყნები დღეს ესტონეთის ინვესტორები არიან.

ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რას მიაღწევენ ევროკავშირისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის სამოქალაქო საზოგადოება.სამოქალაქო საზოგადოება ყველა რეფორმისა და ცვლილების გზამკვლევია.

თქვენ თუ ჩემგან გინდათ გაიგოთ რეცეპტი, როგორ უნდა გააგრძელოთ წინსვლა ევროკავშირისაკენ, გეტყვით, რომ გააგრძელეთ ისე, როგორც დაიწყეთ.

-ჩვენი სოფლების განვითარებას როგორ ხედავთ. ინვესტიციები ცოტაა. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ თქვენი – ევროკავშირის მხრიდან და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?

-საქართველოში კარგი ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ბაზაა. ახლა მთავარია, რომ ეკონომიკა განავითაროთ. საქართველოში ძალიან კარგი კლიმატია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. თქვენ ძალიან დიდი პერსპექტივა გაქვთ ამ მიმართულებით. ამასთან ერთად ტურიზმის განვითარების კუთხით. აჭარა, ბათუმი, ქუთაისი, თბილისი… – აქ ტურიზმის განვითარება შესაძლებელია.

-რომელიმე ქართულ პროდუქტს თუ იცნობთ?

– გულწრფელად გეუბნებით, „ბორჯომის“ გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია.

ესტონელები და ევროკავშირის ბევრი ქვეყანა თქვენი საუკეთესო ადვოკატები არიან და გვენდეთ ჩვენ. ჩვენ გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და ჩვენი შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროთ. გაიზიარეთ ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, – ნამდვილად მოგვეძებნება ასეთი.

– როგორ განვითარდნენ ესტონეთში სოფლები, – ეს იყო მხოლოდ ინვესტიცია, სახელმწიფო პროგრამები, ევროკავშირის დაფინანსება, თუ – როგორ უნდა წავიდეთ უკეთესისკენ?

– პირველ რიგში, ინვესტიციების მოზიდვით. ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. თქვენმა ხელისუფლებამ ყოველდღიურად ყურადღება უნდა გაამახვილოს ყურადღება ამ შესაძლებლობაზე. ევროკავშირში სულ უფრო და უფრო მეტი პროგრამაა იმისთვის, რომ – თუ ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, – ფულადი მხარდაჭერის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა დავუჭიროთ მხარი. ადამიანები უნდა დასაქმდნენ.

სწორად კომუნიკაცია და ინფორმირებულობა არის საჭირო მოსახლეობის, ამ პროგრამებში ჩასართავად.

– რა შეცდომები დაუშვით თქვენ?

– კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარეთ. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში უმთავრესია ევროკავშირის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ნდობაა. გვენდეთ ჩვენ!

ესტონეთი განიცდის ურბანიზაციას. ბევრი ადამიანი მიდის ქალაქში, მაგრამ სოფლის მეურნეობისადმი ინტერესიც ასევე დიდია.

ესტონეთის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის, ბიზნესის განვითარებაა და რომ – ადამიანებმა იცხოვრონ კარგად.

საკუთარი ბიზნესის წამოწყება ყოველთვის ძნელია. თუმცა, ქართველები ისეთი აქტიურები, ტემპერამენტიანი და ქარიზმატულები ხართ, რომ არ გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ ყველა სფეროში იმუშაოთ. ბიზნესის დაწყებაში ქართველები აქტიურები არიან, ესტონელები ძალიან ნელები ვართ. თქვენ ტემპერამენტიანები ხართ, ქარიზმა გახასიათებთ და შეგიძლიათ იმუშაოთ ყველა სფეროში.

ის, რაც შემიძლია გირჩიოთ, ისაა, რომ – მე ვფიქრობ, რომ მიმღებლობა და დისციპლინა პირველი კლასიდან უნდა შევისწავლოთ. როგორც პატარა ბავშვებს ვეუბნებით – როგორ დაგეგმონ და განახორციელონ. როგორ დაიწყონ და განავითარონთ საკუთარი ბიზნესი. მიმღებლობა გაქვთ სასწავლი პირველი კლასიდან. აქ სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს.

უფრო მეტი უნდა იმუშაოთ ევროკავშირთან ეკონომიკის განსავითარებლად – ეს ჩვენს და თქვენს ინტერესებშია.

ლაურა გოგოლაძე