ტურიზმის განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიდი პერსპექტივები აქვს; აქაური ბუნებრივი პირობები საფუძველს ქმნის რეგიონში სათავგადასავლო, კულტურულ-შემეცნებითი და ექსტრემალური ტურიზმის განვითარება საკმაოდ ინტენსიურად წარიმართოს. თავისი ბუნებრივი ეგზოტიკით გამოირჩევა მდინარე ხანისწყლის აუზი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გეოლოგებისა და პალეონტოლოგების ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა მდინარე ხანისწყლის ხეობაში აღმოჩენილი უცნაური ქანები. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქმე ეხება განსაკუთრებულ გეოლოგიურ მოვლენას, რომელსაც სეპტარიები ეწოდება.
სეპტარიები არაორგანული წარმოშობის ერთგვარი კონკრეციებია, ძალიან ხშირად განამარხებულ კუებსა და სხვა ქვეწარმავლებში ეშლებათ, ამიტომაც მათ „ცრუ ნამარხებს“ უწოდებენ (Pseudo Fossils)
საქართველოში ხშირია პოვნის შემთხვევები (კასპის რაიონი, მანგლისის გზა, ლეჩხუმი, მარტყოფი და სხვ.), მაგრამ მხოლოდ ერთეულების. ბაღდათთან ახლოს ხანისწყლის ხეობაში კი ეროზიის შედეგად მდინარის ნაპირებზე გაშიშვლებულია დაახლოებით 100 ცალი სხვადასხვა ზომის სეპტარია (დიამეტრი 0,5 – 4 მეტრი), რომელიც გადარეცხილი აქვს მდინარე ხანისწყალს.
ამ რაოდენობის სეპტარიების კონცეფცია ერთ ტერიტორიაზე იშვიათობას წარმოადგენს, სანახაობრივი და მიმზიდველია. მსგავსი კონკრეციები ნაპოვნია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში (აშშ, კანადა, უელსი, ყაზახეთი, სხვ.) და დაცულია სახელმწიფოს მიერ – ნაწილი გეოტურიზმის სიაშია ჩართული, ნაწილს კი ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მდინარე ხანისწყლის სეპტარიები მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოადგენს, რომელიც პირველად ბაღდათის #2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ბაზანოვმა დააფიქსირა. სეპტარიები საინტერესოა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მომუშავე სპეციალისტებისათვის და მიმზიდველი სანახაობაა ტურისტებისთვის.
საჭიროა აღმოჩენის დაცვა, მართვა და მისი ბუნებრივი მდგომარეობის უცვლელად შენარჩუნება. ბუნებრივმა კონკრეციებმა ანუ სეპტარიებმა, შესაძლოა, იმერეთს სამეცნიერო ტურიზმის განითარების საინტერესო სტატუსი შესძინოს, აგრეთვე გაზარდოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის უნიკალური ბუნებრივი ძეგლების პოპულარიზაცია და რეგიონის მდგრად განვითარებას შეუწყოს ხელი.
გიორგი დვალაშვილი
გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.