ხარაგაულის მუნიციპალიტეტს უბისისა და მარგვეთის ეპარქიის მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) სასულიერო პირებთან ერთად სტუმრობდა. მეუფე დიმიტრიმ მოინახულა ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია, ოკიშურაში მშენებარე ტაძარი, თეთრაწყაროს, ფარცხნალისა და ვანის ეკლესიები, შეხვდა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კოლექტივს.
მეუფე დიმიტრის თქმით, ის პატრიარქის კურთხევით სტუმრობდა ხარაგაულის ეკლესიებს. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული ტაძრების შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ საპატრიარქოს მივაწვდით,“ – აღნიშნა მეუფემ.
ტაძრების მონახულებისას მეუფე დიმიტრიმ სურვილი გამოთქვა, რომ მშენებარე ტაძრებს კონკრეტულ სოფელში დამკვიდრებული ტრადიციული რელიგიური დღესასწაულის სახელი ეწოდოს, მაგალითად ისე, როგორც ეს თეთრაწყაროშია – სოფელში 2006 წელს განახლებული ტაძარი ფერიცვალების სახელობისაა.
მეუფე დიმიტრიმ თეთრაწყაროს ტაძარში მოძღვრად მამა მირიანი (რამიშვილი) დაადგინა.
მეუფესთან ერთად ხარაგაულის სოფლების ეკლესიები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონახულეს. თავის მხრივ მათ შესაძლებლობის ფარგლებში თანადგომა აღუთქვეს სასულიერო პირებს.
ნინო კაპანაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ