

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები და სკოლის ფასილიტატორები 20 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით წყალტუბოში სამდღიან ტრენინგზე იმყოფებოდნენ.
ტრენინგი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგზე დირექტორებმა და სკოლის ფასილიტატორებმა ორი თემა – სწავლების მენტორობა და გაზიარებული ლიდერობა, ზრდასრულთა სწავლება გაიარეს.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე ტრენინგს პრაქტიკულსა და ნაყოფიერს უწოდებს, მისი თქმით შესწავლილ მასალას სკოლის სხვა პედაგოგებს გააცნობს და დააკვირდება, რამდენად იგეგმება სიახლეები საგაკვეთილო პროცესში.
კიცხის საჯარო სკოლის დირექტორ თამარ წიწილაშვილის თქმით ტრენინგზე სალექციო კურსის გარდა იყო პრაქტიკული დავალებები, რომლებიც სკოლებში სიახლის დანერგვასა და ძალადობის პრევენციას ისახავდა მიზნად.
„მოგვცეს დავალებები, რომლებსაც განვახორციელებთ სკოლებში და წარვადგენთ შემდეგ ტრენინგებზე“ – ამბობს თამარ წიწილაშვილი.
მაია ღარიშვილი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი, ფასილიტატორი: ტრენინგზე ვისწავლეთ როგორ დავგეგმოთ გაკვეთილები და განვახორციელოთ სიახლეები საგაკვეთილო პროცესში. ტრენინგის მიზანია სწავლება უფრო საინტერესო და ხალისიანი გახდეს თითოეული მოსწავლისთვის.
ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა: ტრენინგის შემდეგ ჩვენ ვესწრებით გაკვეთილებს ვაფასებთ უკუკავშირს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და ვეხმარებით პედაგოგებს განვითარებაში.
სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პროფესიული გადამზადების პროგრამა ორწლიანია და საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და ინგლისური ენის პედაგოგები გაივლიან.
თამთა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“