

სოციალური მომსახურების სააგენტოში 2014 წლიდან მოქმედებს დასაქმების პროგრამის დეპარტამენტი, რომელმაც შექმნა WorkNet, – ელექტრონული სივრცე, სადაც შესაძლებელია, სამუშაოს მაძიებლები სასურველი ვაკანსიის მოსაძიებლად დარეგისტრირდნენ.
ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის კახა კალანდაძის ინფორმაციით, დასაქმების პროგრამა მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებას უწყობს ხელს და საჯარო სამსახურში დასაქმებას არ ითვალისწინებს.
ამ პროგრამაში დარეგისტრირების შემთხვევაში სამუშაოს მაძიებელი მიუთითებს იმ პროფესიას, რომლითაც სურს, რომ დასაქმდეს. დასაქმების პროგრამაში ჩართული არიან ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც ხშირად საჭიროებენ ამა თუ იმ პროფესიის კადრს.
„დასაქმების მსურველს, თუ ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე, ან არ იცის კომპიუტერის გამოყენება, შეუძლია მოგვმართოს ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოში. ამ პროგრამაში დარეგისტრირებასა და სამუშაოს მოძიებაში ჩვენ დავეხმარებით,“ – ამბობს კახა კალანდაძე.
კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება ამ პროგრამაში დარეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს ეგზავნება. დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავს. სპეციალური საგზური ანუ ვაუჩერი ივსება და მოქალაქე, სასურველი თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსში ებმება.
კვარტალში ერთხელ პროგრამაში დარეგისტრირებულ პიროვნებებს სოციალური მომსახურების სააგენტოში ჯგუფური კონსულტაცია უტარდებათ. „ვაცნობთ, თუ როგორ მოიძიონ ამ სისტემაში სასურველი ვაკანსია, როგორ შეავსონ CV, როგორ მოიქცნენ გასაუბრებაზე. სამოტივაციო წერილის შედგენაში ვეხმარებით“, – ამბობს კახა კალანდაძე.
მისივე ინფორმაციით, დამსაქმებლები, ძირითადად, მსხვილი სამშენებლო კომპანიები და სარესტორნო ქსელები არიან. ყველაზე ხშირად შემდუღებლებს, მზარეულებსა და ბარმენებს ითხოვენ.
დასაქმების პროგრამაში, დამსაქმებელ კომპანიებთან და სამუშაოს მაძიებლებთან ერთად, ჩართულია პროფესიულ გადამზადებაზე მომუშავე ორგანიზაციები.
„იმ მოქალაქეს, რომელიც პროფესიის დაუფლების სურვილს გამოთქვამს, შეუძლია სოციალური მომსახურების სააგენტოში მოგვმართოს. ჩვენ სპეციალური აპლიკაციის ფორმას შევუვსებთ და პროფესიულ სასწავლებელში გავაგზავნით.
პროფესიული გადამზადების კურსების გავლის შემდეგ მოქალაქე სტაჟირებას გადის სხვადასხვა კომპანიაში, შესწავლილი პროფესიის მიხედვით, – ამბობს კახა კალანდაძე, – სოციალური მომსახურების სააგენტო გადამზადების მსურველ ყველა მოქალაქეს გადამზადებასა და სტაჟირებას უფინანსებს.“
დასაქმების სააგენტოში მოქმედებს სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, რამდენად რეალურად გადის მოქალაქე გადამზადების კურსსა თუ სტაჟირებას.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი