ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ მათ დეპრესია აქვთ. დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება.
დეპრესია (ლათ. დათრგუნული) არის ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს.
დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა განასხვავებენ ორი ტიპის დეპრესიას, რომელიც შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით არის გამოწვეული: გარეგანი ფაქტორები შეიძლება იყოს სხვადასხვა უსიამოვნო მოვლენა, ხოლო შინაგანი დეპრესიის გამომწვევი არის ბიოლოგიური ფაქტორები. ცნობილია, რომ მზის სხივები ამცირებენ დეპრესიის განვითარების რისკს.
დეპრესიის ნიშნები მრავალფეროვანია. ამ დროს ქვეითდება გუნება-განწყობილება, თვითშეფასების უნარი, ადამიანი კარგავს ცხოვრებისა და საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესს. ხშირად ქრება ლაპარაკის სურვილი, არ მოდის ახალი იდეები, კარგავს შემოქმედების უნარს.
ასევე ადამიანს ურჩევნია მთელი დღის განმავლობაში ლოგინში იწვეს, კარგავს სიამოვნების განცდის უნარს. ის საქმიანობა, რაც ადრე მისთვის სიამოვნების მომტანი იყო (ცურვა, ქსოვა, ნადირობა, თევზაობა და ა.შ.) მისთვის სასიხარულო აღარ არის. დეპრესია ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის უნარს, აუარესებს მადას, ძილს და ა.შ. გლობალურად,
დეპრესიით 121 მილიონი ადამიანია დაავადებული; 40-50 წლის მოსახლეობის 10%, მათი 2/3 ქალია. 65 წლის შემდგომ დეპრესია დაახლოებით სამჯერ ნაკლები სიხშირით ვითარდება.
არსებობს დეპრესიის სხვადასხვა ფორმები, როცა დაავადების გამოვლენა სიცოცხლის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ ხდება; პერიოდულად მორეციდივე ფორმა და ქრონიკული ფორმა.
აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული სტიგმა. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დეპრესიის მიზეზი სისუსტის მაჩვენებელია და მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია. ადამიანები ცდილობენ დამალონ დეპრესია, არავის გაუმხილონ თავისი მდგომარეობა და დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ.
ამან შესაძლებელია პაციენტი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს. დეპრესია ემართება ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. დეპრესიით დაავადებული ადამიანი აუცილებლად ექიმ-ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს და მკურნალობა ჩაიტაროს. თანამედროვე მედიცინა ეფექტურად უმკლავდება დეპრესიას.
პაციენტების 80% სრულად იკურნება. მკურნალობის ძირითად მიმართულებებს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპია წარმოადგენს. მკურნალობის გარეშე დეპრესია შესაძლებელია რამდენიმე კვირის, თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
დეპრესის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: სქესი – დეპრესია 2-3-ჯერ ხშირია ქალებში მამაკაცებთან შედარებით; სოციალური ფაქტორი (სიღარიბე); გენეტიკური განწყობა; ძალადობა; ოჯახური მდგომარეობა (განქორწინება); სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.
თავის მხრივ, დეპრესია ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, როგორიც არის დიაბეტი, ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, შიდსი; ხელს უწყობს ტოქსიკომანიის, ნარკომანიის განვითარებას მოზარდებში, თვითმკვლელობას, უბიძგებს მათ ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაული.
დაავადებისგან თავის დასაცავად: ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ირბინეთ, იცურავეთ; ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი.
მიიღეთ სრულფასოვანი საკვები: მარცვლეული, ცილები, ახალი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ცხიმის შემცველ პროდუქტებს; ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში; მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ ოჯახის წევრს, ახლო მეგობარს. მიუხედავად თქვენი განწყობილებისა, ეცადეთ არ გაირიყოთ საზოგადოებისაგან; აუცილებლად გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისათვის, მიმართეთ პროფესიონალს დახმარებისათვის.
თათია ბლუაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების