

საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 30 დეკემბერს სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია მიიღო.
დოკუმენტი 2017-2020 წლებისთვის ქვეყნის ხედვას ისეთ საკვანძო საკითხებში განსაზღვრავს, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.
სტრატეგიის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს ორი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდა.
ვრცლად სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,