

ხვალ, 4 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის პირველი სხდომა გაიმართება.
დეპუტატებმა გამგეობის ადმინისტრაციული და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების საქმიანობები უნდა შეაფასონ.
საკრებულო ცნობად მიიღებს მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციის მიზნით შექმნილი კომისიის მუშაობის ანგარიშს.
ცვლილებაა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალს ოთხი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ერთი შენობა ემატება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობად მიიღებს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში ცვლილებას, – იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წევრობა დავით კიკნაძესა და რომან შერგელაშვილს სურთ.
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა