

ხარაგაულის გამგებლის სამსახურებრივი ავტომანქანა მიცუბიში – სახელმწიფო ნომრით CJC 311, რომელიც 12 500 ლარად იყო შეფასებული, აუქციონზე 13 750 ლარად გაიყიდა. მანქანა ფიზიკურმა პირმა ზაზა დიასამიძემ შეიძინა.
ქონების მართვის სააგენტოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ გამგეობას სარგებლობის უფლებით 2012 წელს გამოშვებული „ჰაილუქსი“ გადმოეცეს.
ამ ავტომანქანის გადმოცემამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება.
გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, არჩილ ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონზე გასაყიდ ობიექტთა ნუსხას ხუთი გასაყიდი ობიექტი დაემატა.
სარგვეშში იყიდება 301 კვმ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 86 კვმ ფართის შენობა;
დაბა ხარაგაულში საპრივატიზებოდ მზადდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამი მიწის ნაკვეთი:
სოლომონ მეფის ქუჩაზე, ე. წ. ინეზარდას წყაროსთან (67 კვმ ფართის);
სოლომონ მეფის ქუჩა N92-ში (209 კვმ);
სოლომონ მეფის ქუჩის მე-2 შესახვევში (900 კვმ).
გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ მომზადებულ საპრივატიზებო ობიექტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2017 წლის 4 იანვრის სხდომაზე დაამტკიცებენ.
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის