სოფელ ბაზალეთში მცხოვრებ თამაზ ჭიპაშვილს ორი კვირის წინ პირუტყვის სადგომი და სახელოსნო ხანძრის შედეგად მთლიანად გაუნადგურდა. დახმარებისთვის მან მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. „ვერ ვეხმარებით მოქალაქეს იმიტომ, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარების გამცემი კომისიის დებულებით ფულადი დახმარება გათვალისწინებულია სტიქიისგან მხოლოდ საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში,“ – აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი მაჭავარიანმა 4 ნოემბერს საკრებულოს მორიგ სხდომაზე.
ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი კომისიის საქმიანობაზე დეპუტატებმა ვრცლად იმსჯელეს.
„კომისიის მუშაობა ან მოექცეს რეგლამენტში, ან გაუქმდეს და ჩაენაცვლოს გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური. გამგეობის სამსახურმა მოამზადოს დასკვნები და შემდეგ საკრებულოს ბიურომ განიხილოს ერთჯერადი ფულადი დახმარების საკითხი, ნაკლები კითხვები და ნაკლები გაუგებრობა რომ იყოს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,“ – განაცხადა სხდომაზე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გია არევაძემ. მისივე თქმით, კომისიის სხდომების თარიღი წინასწარ არ ცხადდება და საგარანტიო ფურცლები კომისიის დასკვნის გარეშე იცემა.
გამგებლის მოადგილე და ერთჯერადი სოციალური დახმარების გამცემი კომისიის წევრი პაატა გოგოლაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, თუ ვინ გამოთქვამს პრეტენზიას კომისიის მუშაობაზე. „პრეტენზია საიდან მოდის, იმას აქვს მნიშვნელობა. თუ უკმაყოფილოა მოსახლეობა, მაშინ ეს საგანგაშოა. მთავარია, რომ კომისიის მუშაობით არ დავაზარალოთ მოქალაქეები.“
გია არევაძის თქმით, „არ არის ბევრი უკმყოფილო.“
გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ალექსანდრე ტაბატაძე აღნიშნავს, რომ საგარანტიო ფურცელი კომისიის განხილვის გარეშე იცემა იმ შემთხვევებში, როცა მოქალაქე გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო დახმარებას და ვერ დაელოდება კომისიის დასკვნას. ასეთი შემთხვევები კი ძალიან ხშირია. რაც შეეხება კომისიის სხდომის თარიღს, ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, ის სხდომამდე ერთი დღით ადრე გამოცხადდება.
დეპუტატ იური ლურსმანაშვილის აზრით, კომისიამ ისე უნდა იმუშაოს, რომ არც დებულება დაირღვეს და არც მოქალაქეები დაზარალდნენ. მისივე თქმით, საგარანტიო დოკუმენტი არ უნდა იცემოდეს კომისიის დასკვნის გარეშე და რამდენჯერაც საჭირო იქნება, კომისია იმდენჯერ უნდა შეიკრიბოს.
საკრებულოს წევრის, რომან შერგელაშვილის თქმით, საკრებულომ შექმნა კომისია და თუ რამე საეჭვოა, მანვე უნდა მოაგვაროს. „უახლოეს სესიაზე მოვისმინოთ ერთჯერადი სოცდახმარების გამცემი კომისიის ანგარიში და შევაფასოთ. რაც გამოსასწორებელია, გამოვასწოროთ. თუ რამე დებულებაშია შესაცვლელი და დასახვეწი – დავხვეწოთ.“
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ მან კომისიას სოციალური პაკეტის უფრო დახვეწილი ფორმები შესთავაზა, რომელსაც უახლოეს დღეებში განიხილავენ.
ნინო კაპანაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ